ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა:
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები“.
nakrebi.ge
ოთარ კიტეიშვილი: სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით
ვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით
სილვინიო: თანაბარი ჯგუფია და შანსი ბოლომდე ყველას ექნება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?
ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]
ცალკე გასარჩევია სანიოლის საკითხი, რომელმაც მორიგ ჯერზე დაამტკიცა ის, რომ არ აქვს არც სამწვრთნელო ალღო და არც ინტელექტი უვარგა სამწუხაროდ, რასაც აქამდე ჩვენი ბიჭების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შესანიშნავად ნიღბავდა. ევროპის ჩემპიონატი და იქ დაფიქსირებული შედეგი მაქსიმუმის მაქსიმუმია ვილი და უნდა წასულიყავი ნაკრებიდან თავაწეული და გამარჯვებული. არც ახლაა გვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად მოგიწევს წასვლა და იმ მიღწევებსაც გადაუსვამ ხაზს, რაც გქონდა.