როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ქართველი გულშემატკივრები ცოტათი დაზაფრა. ყველაზე დიდი მოლოდინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, შესაბამისად, მის გამოსვლაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებაა. რა თქმა უნდა, "კვარას" გოლი და შედეგიანი პასი არ ჰქონდა, ბევრად წარმატებული სანაკრებო მატჩებიც გვახსოვს, თუმცა მისი თამაში უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, თანაც ამ ახალი და უცნაური ტაქტიკის ფონზე.

მოგეხსენებათ, ალბანეთთან შეხვედრის სტადიონიდან ყურების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ტელეეკრანიდან ყველა დეტალზე დაკვირვება რთულია, ამის მიუხედავად, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დეტალურად დავწერთ.

ხვიჩა თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო და მოწინააღმდეგეების
შეზღუდვას მათთავე ნახევარზე ცდილობდა:

Sportall.Ge

მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდა, ალბანელები კი საკუთარ მოედანზე მყარად იყვნენ გამაგრებულები, კვარაცხელია გამუდმებით მოძრაობდა, რაც ერთი მხრივ საკუთარი თავის შეთავაზება იყო, ამავდროულად კი ის მცველებისა და ნახევარმცველების დიდ ყურადღებას იქცევდა, რაც სივრცეებს თანაგუნდელებს უხსნიდა.

Sportall.Ge

"კვარას" მწვრთნელისგან ერთ-ერთი დავალება აქვს, მარცხნივ დაცვა მაქსიმალურად უნდა გაწელოს, რაც სივრცეებს ცენტრსა და მარჯვნივ გაგვითავისუფლებს, რასაც შემტევი გამუდმებით აკეთებს და კარგადაც გამოსდის. რამდენად იყენებდა ამას გუნდი პროდუქტიულად, უკვე სხვა საკითხია.

Sportall.Ge

ქვემოთ მოცემულ სქრინზე კარგად ჩანს, როცა ბურთი საქართველოს ნაკრების "შვიდიანს" უახლოვდება და ის მის მისაღებად მზადაა, ალბანელები როგორ იწყებენ მისი მიმართულებით გადაადგილებას:

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ჯარიმას მარჯვენა ფლანგიდან ასრულებს, კვარაცხელია კი ცდილობს, ის გააკეთოს, რაც "ნაპოლიში" წარმატებით არაერთხელ გამოსვლია - ე.წ. გადმოვარდნილ ბურთს თავისუფალ მდგომარეობაში დახვდეს და ის კარისკენ დააბრუნოს. ყველა შემთხვევაში, მის მიმართ გაზრდილი ყურადღება გუნდურ ინტერესს ემსახურება.

Sportall.Ge

მომდევნო სქრინი უკვე საქართველოს ნაკრების კუთხურის დროსაა გადაღებული - 

Sportall.Ge

იყო ეპიზოდი, როცა "კვარა" კუთხურის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა და ალბანელები მთლიანად მასზე "გადაწყობას" იწყებენ:

Sportall.Ge

მომდევნო ორი ფოტო კარგად გვაჩვენებს, ხვიჩა ერთი შეტევის განმავლობაში როგორ შედიოდა ფლანგიდან ცენტრში და თავისივე დაწყებული იერიშის გაგრძელებას იქ ცდილობდა. მეტოქის მცველებს ამაზე სწრაფი ადაპტირება სჭირდებოდათ - თუკი ფლანგზე ბურთის მიღება დაცვას "შლიდა", შემდეგ უკვე ცენტრში სრული მობილიზება იყო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შევქმენით, როცა ლოჩოშვილმა ბურთი მოიპოვა და ჩაკვეტაძე - კვარაცხელიას კარგი კომბინაცია ვნახეთ. "კვარამ" რამდენიმე მეტოქე არ შეიმჩნია:

Sportall.Ge

Sportall.Ge

იყო ეპიზოდი, როცა "ჯვაროსნების" ლიდერი კართან ყველაზე ახლოს იყო, ბურთისთვის ბრძოლა უშუალოდ მეკარესთან მოუწია.

Sportall.Ge

აქ (ქვემოთ) უკვე გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს "შვიდიანის" ცენტრში შესვლით და მარცხენა ფლანგზე გადადის. კვარაცხელია სწორად მოძრაობს და პასს დასარტყმელ პოზიციაზე ითხოვს:

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ყველაზე სახიფათო და დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ შექმნა, როცა კვარაცხელია ცენტრში შევიდა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს შორის დავითაშვილს მოხდენილი პასი მისცა, მანაც მიქაუტაძე მოძებნა, თუმცა...

Sportall.Ge

ქვემოთ მოცემულ სქრინში კვარაცხელია მეტოქის დაცვას კიდევ ერთხელ "წელავს". პირდაპირ არა, თუმცა ბურთი მასთან მაინც მიდის, ის კი ცენტრში შედის და კარისკენ ურტყამს -

Sportall.Ge

ბოლო წუთებში "კვარა" რამდენიმე მერვეს შორის ჯარიმას ოსტატურად მოიპოვებს, რაც თამაშის გადარჩენის, ფაქტობრივად, ბოლო შანსი იყო.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი მატჩი აქვს, "ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის ჯგუფის მოგების შანსი კი ჯერ არ დაუკარგავს.

altრა (და რატომ) არ იცვლება საქართველოს ნაკრებში? - წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს!..

მკითხველის კომენტარები / 27 /
კომიქსია ეს თუ რა არის? და ის ეპიზოდები რატომ არ ჩართეთ ამ თქვენს დასურათებულ ანალიზში, ტრავმის რიდით ორთაბრძოლებში რომ არ შედის, ან მოტყუების ნაცვლად უკან რომ იხევს?! მხოლოდ გაშვებული გოლის მერე გამოფხიზლდა და რაც შეეძლო, შეუტია. ამაზე მეტი არ შეუძლია, რადგან თავისი პოტენციალის 90% ტრავმის შიშით, ან ნაპოლის საკონტრაქტო ბატალიებში გულაცრუების გამო გაანიავა. ფეხბურთელი 26-27 წლამდე მზარდი უნდა იყოს ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, უნდა იწრთობოდეს მისი ხასიათი, მდიდრდებოდეს გამოცდილება. ამ პერიოდში სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს ფეხბურთელი, სხვა ყველაფერი თავისით მოვა. ასეთი იყო ხვიჩა რუბინში, ასეთი იყო ნაპოლის პირველ წელიწადს, მერე კი ბავშვური ოცნებების ადგილი სხვა საზრუნავებმა, სხვა გეგმებმა, სხვა გათვლებმა დაიჭირა და ვარსკვლავბიჭუნა, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეეძლო, საშუალო ევროპული დონის კარგი ნახევარმცველი გახდა ერთადერთი ამბიციით - ხელფასი სხვაზე ნაკლები არ ჰქონდეს! მე ასეთი ინერტულობისთვის სკამზე დავსვამდი ან არ გამოვიძახებდი არცერთ ფეხბურთელს, ვისთვისაც არსებობს საკუთარი სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენაზე უფრო საკრალური, უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული საქმე!!!
ქომაგი
16:18 16-10-2024
3
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. "ნაპოლი" სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე "კვარას" საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, "ნაპოლიში" კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ასეთ ვითარებაში ვერც კი აცნობიერებ, რომ 100%-ით არ იხარჯები.
ჩვენ (მე და La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი მიმო მალფიტანო)
15:43 16-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული