როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ქართველი გულშემატკივრები ცოტათი დაზაფრა. ყველაზე დიდი მოლოდინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, შესაბამისად, მის გამოსვლაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებაა. რა თქმა უნდა, "კვარას" გოლი და შედეგიანი პასი არ ჰქონდა, ბევრად წარმატებული სანაკრებო მატჩებიც გვახსოვს, თუმცა მისი თამაში უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, თანაც ამ ახალი და უცნაური ტაქტიკის ფონზე.

მოგეხსენებათ, ალბანეთთან შეხვედრის სტადიონიდან ყურების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ტელეეკრანიდან ყველა დეტალზე დაკვირვება რთულია, ამის მიუხედავად, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დეტალურად დავწერთ.

ხვიჩა თამაშში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო და მოწინააღმდეგეების
შეზღუდვას მათთავე ნახევარზე ცდილობდა:

Sportall.Ge

მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდა, ალბანელები კი საკუთარ მოედანზე მყარად იყვნენ გამაგრებულები, კვარაცხელია გამუდმებით მოძრაობდა, რაც ერთი მხრივ საკუთარი თავის შეთავაზება იყო, ამავდროულად კი ის მცველებისა და ნახევარმცველების დიდ ყურადღებას იქცევდა, რაც სივრცეებს თანაგუნდელებს უხსნიდა.

Sportall.Ge

"კვარას" მწვრთნელისგან ერთ-ერთი დავალება აქვს, მარცხნივ დაცვა მაქსიმალურად უნდა გაწელოს, რაც სივრცეებს ცენტრსა და მარჯვნივ გაგვითავისუფლებს, რასაც შემტევი გამუდმებით აკეთებს და კარგადაც გამოსდის. რამდენად იყენებდა ამას გუნდი პროდუქტიულად, უკვე სხვა საკითხია.

Sportall.Ge

ქვემოთ მოცემულ სქრინზე კარგად ჩანს, როცა ბურთი საქართველოს ნაკრების "შვიდიანს" უახლოვდება და ის მის მისაღებად მზადაა, ალბანელები როგორ იწყებენ მისი მიმართულებით გადაადგილებას:

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ჯარიმას მარჯვენა ფლანგიდან ასრულებს, კვარაცხელია კი ცდილობს, ის გააკეთოს, რაც "ნაპოლიში" წარმატებით არაერთხელ გამოსვლია - ე.წ. გადმოვარდნილ ბურთს თავისუფალ მდგომარეობაში დახვდეს და ის კარისკენ დააბრუნოს. ყველა შემთხვევაში, მის მიმართ გაზრდილი ყურადღება გუნდურ ინტერესს ემსახურება.

Sportall.Ge

მომდევნო სქრინი უკვე საქართველოს ნაკრების კუთხურის დროსაა გადაღებული - 

Sportall.Ge

იყო ეპიზოდი, როცა "კვარა" კუთხურის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა და ალბანელები მთლიანად მასზე "გადაწყობას" იწყებენ:

Sportall.Ge

მომდევნო ორი ფოტო კარგად გვაჩვენებს, ხვიჩა ერთი შეტევის განმავლობაში როგორ შედიოდა ფლანგიდან ცენტრში და თავისივე დაწყებული იერიშის გაგრძელებას იქ ცდილობდა. მეტოქის მცველებს ამაზე სწრაფი ადაპტირება სჭირდებოდათ - თუკი ფლანგზე ბურთის მიღება დაცვას "შლიდა", შემდეგ უკვე ცენტრში სრული მობილიზება იყო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შევქმენით, როცა ლოჩოშვილმა ბურთი მოიპოვა და ჩაკვეტაძე - კვარაცხელიას კარგი კომბინაცია ვნახეთ. "კვარამ" რამდენიმე მეტოქე არ შეიმჩნია:

Sportall.Ge

Sportall.Ge

იყო ეპიზოდი, როცა "ჯვაროსნების" ლიდერი კართან ყველაზე ახლოს იყო, ბურთისთვის ბრძოლა უშუალოდ მეკარესთან მოუწია.

Sportall.Ge

აქ (ქვემოთ) უკვე გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს "შვიდიანის" ცენტრში შესვლით და მარცხენა ფლანგზე გადადის. კვარაცხელია სწორად მოძრაობს და პასს დასარტყმელ პოზიციაზე ითხოვს:

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ყველაზე სახიფათო და დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ შექმნა, როცა კვარაცხელია ცენტრში შევიდა, რამდენიმე მოწინააღმდეგეს შორის დავითაშვილს მოხდენილი პასი მისცა, მანაც მიქაუტაძე მოძებნა, თუმცა...

Sportall.Ge

ქვემოთ მოცემულ სქრინში კვარაცხელია მეტოქის დაცვას კიდევ ერთხელ "წელავს". პირდაპირ არა, თუმცა ბურთი მასთან მაინც მიდის, ის კი ცენტრში შედის და კარისკენ ურტყამს -

Sportall.Ge

ბოლო წუთებში "კვარა" რამდენიმე მერვეს შორის ჯარიმას ოსტატურად მოიპოვებს, რაც თამაშის გადარჩენის, ფაქტობრივად, ბოლო შანსი იყო.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი მატჩი აქვს, "ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის ჯგუფის მოგების შანსი კი ჯერ არ დაუკარგავს.

altრა (და რატომ) არ იცვლება საქართველოს ნაკრებში? - წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს!..

მკითხველის კომენტარები / 37 /
ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობას მთლად აერია თავში ყველაფერი. ნაკრებში თამაში პატრიოტიზმად ითვლება.. .განა მარადონას,მესის,რონალდოს,ბეკენბაუერს და სხვა მრავალს ტიტულები კვარაცხელიაზე ნაკლები აქვთ( თუ გააჩნდათ)? მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე თავს დებენ ბოლომდე,იხარჯებიან სრულად,ნამდვილი ლიდერები არიან( იყვნენ).ხვიჩა კარგი( მაგრამ საშუალო) დონის ფეხბურთელია,ჯერ კიდევ აქვს შანსი ჩამოყალიბდეს დიდ ფეხბურთელად,ითამაშოს უმაღლეს დონეზე. მაგრამ საუბედუროდ ეტყობა უკვე შეეპარა ქართული ტრადიციული ავადმყოფობა,მეტი აღარ უნდა ( იშოვა ორიოდე კაპიკი და მიაჩნია რომ კიდევ 3-4 სეზონს თუ გადააგორებს,ეყოფა).შეიძლება ვცდები, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება.
თბილისელი
20:04 16-10-2024
4
ამ ბოლოს რატომღაც ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, მიღწევების ლომის წილი სანიოლს მიეწერება, ხოლო ფეხის დაცდენისას ფეხბურთელებმა თურმე "ვერ ივარგეს". მათ მიმართ მრავალფეროვანი პრეტენზიები იფრქვევა, განსაკუთრებული გულისწყრომა ასეთ დროს ხვიჩასკენაა მიმართული. ამ საერთო ლანდშაფტს ჩვეულებრივ სანიოლიც უერთდება და ისრებს ყოველ ჯერზე ფეხბურთელებისკენ მიმართავს. შეიძლება გარკვეულწილად ამ პრეტენზიებს ჰქონდეს სამართლიანი არგუმენტი, მაგრამ ერთი არცთუ "უმნიშვნელო" დეტალია ყურადსაღები: სანიოლს არასოდეს ოთხი მცველით შედეგი არ დაუდია. ბოლოს გვახსოვს ესპანელებისაგან გოლების ვაგონი. მის მთავარ დამსახურებად სწორედ სამ ცენტრალურ მცველზე გადასვლა იქცა. ასზე მეტი თამაშია, ქეცბაიას მერე "ქამბეკი" არ გაგვიკეთებია! ე.ი. ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს უჭირს მასირებული დაცვის გარღვევა და დომინანტური ფეხბურთის თამაში. რაღა ამ მნიშვნელოვან თამაშზე გახდა აუცილებელი ისევ მწარედ ნაგემ ძველზე მიბრუნება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ქოჩორაშვილის გამოკლებისა, არ იდგა აუცილებლობა ტაქტიკის ცვლილებისა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, დადებით შედეგს ალბანეთისთვის უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა , ვიდრე ჩვენთვის. სრულიად შეიძლებოდა იგივე ან მსგავსი ტაქტიკით გვეთამაშა, ამის ყველა რესურსი გაგვაჩნდა. პ.ს. გოგლიჩიძის არგამოყენებას ახსნა უბრალოდ არ მოეძებნება!
ამატაკი
20:00 16-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული