რებროვმა საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის უკრაინის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი ტირანაში ალბანეთს. ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა სერგეი რენბროვმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ხოლო კიდევ შვიდი მოთამაშე თადარიგში ჰყავს.

მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)

მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა  შახტარი), ალეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაკსიმ ტალოვეროვი (ლასკ, ავსტრია)

ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო (ორივე დინამო), გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი,
ალეკსანდრ ზუბკოვი (ყველა შახტარი), ალეკსეი გუცულიაკი, ალეკსანდრ ნაზარენკო (ორივე  პოლესე), ივან კალუჟნი (ალეკსანდრია), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიკტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი, ინგლისი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო)

სათადარიგოები: დმიტრი რიზნიკი, ტარას სტეპანენკო, დანილ სიკანი (ყველა  შახტარი), ალეკსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესე), ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ორივე დინამო).

მკითხველის კომენტარები / 10 /
8 კაცია,ტოპ ლიგებიდან,პლიუს ბენფიკა და ოლიმპიაკოსი.შახტიარი და კიევის დინამოც სისტემატურად თამაშობენ,ჩემპიონთა ლიგაზე.ეს იმათ გასაგონად,ვინც ჩვენ ბიჭებზე ილესავდა ენას,მაგათთან როგორ წააგესო.ძალიან ძლიერი და თანაბარი შემადგენლობა ჰყავთ და დიდი სხვაობა არ არის ძირითადსა და სათადარიგო ფებურთელებს შორის.ყველა გამოცდილი და ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებულია.ჩვენი ნაკრები აღმავლობის გზაზეა,მაგრამ შემადგენლობის სიღრმე არ გვაქვს და ჯგუფში თუ გავიმარჯვებთ,ეს კანონზომიერება კი არა,უზარმაზარი თავგანწირვის და საკმაოდ დიდი დოზით გამართლების დამსახურება იქნება.ამას იმიტომ ვამბობ,რომ თუ გამოგვივა,დავუფასოთ ბიჭებს თავდადება და წარუმატებლობის შემთხვევაში,ქვეყანა არ დავაქციოთ,თავზე.
სოსო
05 ნოემბერი 2024 01:53
2
კი გეთანხმები
უკრაინის ნაკრები თავისი სემადგენლობით ჯგუფში საუკეთსოა.
მაგრამ ბრძოლა შეიძლება
ჩვენ რაც გვყავს იმასაც ვერ ვიყენებთ.
მე მაინც მწვრტნელის პრობლემას ვხედავ
გვყავს გოგლიჩიძე. ტოპ ლიგიდან და საერთოდ არ ათამაშებს
გვყავს გოჩოლეიშვილი. ძალიან კარგ ევროპულ გუნდშია
გვყავს აზაროვი. ასევე როგორც აღნისნე შახტარი სისტემატურად თამაშბს ლიგაზე და არ ათამაშებს ჩვენი მწვრთნელი
ავიღოთ თუნდაც დავითაშვილი. საფრანგეთთსი ტურის სიმბოლურში ხვდება და ფაქტიურად ვერ იყენებს სანიოლი მის დადებით თვისებებს.
d
05 ნოემბერი 2024 18:23
2
მწვრთნელი არაფერ შუაშია ხოო?? გეთანხმები რო უკრაინას ძლიერი შემადგენლობა ყავს და მათთან დადებითი შედეგის დადება შესაძლოა გაგვიჭირდეს თუმცა თუ დადებითი შედეგი დადგა ესეიგი გამართლების,ბიჭების თავდაუზოგავი თამაშის,იღბლის,თავგანწირვის და რავიცი ყველაფრის დამსახურება იქნება ოღონდ არა მწვრთნელის ხო?? საერთოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შესახებ გაგიგია რამეე?? ჩვენს ნაკრებს რო მწვრთნელი ყავს რომელმაც აზიარა ამ შედეგებს ბიჭებიც და ქვეყანაც მაგის შესახებ გსმენია რამეე? თუ შენც ნაცების და მთლიანი ოპოზიციის ლოგიკას მიყვები თუ ვიგებთ ფეხბურთელების თავდადების ხარჯზე ვიგებთ და თუ ვაგებთ მწვრთნელის სისუსტის ბრალია,,სანიოლს აკოცეთ ტრაკზე ნაცებმა და მთლიანმა ოპოზიციამ თქვე დაუნახავო ქვეყნის მოძულე ხალხო სანიოლამდე ვინ ან სად იყო ნაკრები გახსოვთ საერთოოდ?
gel-100
05 ნოემბერი 2024 10:24
18
ისინი ისევ უკრაინას უბალეშიკებენ:)))
?
05 ნოემბერი 2024 07:24
11
საქართველო დაამარცხებს უკრაინას
გულშემატკივარი
05 ნოემბერი 2024 11:33
1
ვშიშობ უკრაინას ვერ ვაჯობებთ
სტალინი
05 ნოემბერი 2024 12:58
8
ფერფლიდან აღსდექი?.არ გეყო რაც გაუკეთე საქართველოს?
სამშობლო
05 ნოემბერი 2024 22:16
4
3-1 მოიგებს საქართველო,კვარას ჟორჟის და ჭაკვეს გოლებით
სოლომონი
06 ნოემბერი 2024 20:17
2
უძლიერესი შემადგენლობაა. მამარდას მაგარი შრომა ექნება, თუ უშველა. პირველი თამაში მეორე შემადგენლობით მოგვიგეს, ასე გამოდის. ფრეზეც ყაბულსა ვარ
ლევან მაღლაკელიძე.
05 ნოემბერი 2024 18:24
5
1:1
05 ნოემბერი 2024 21:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული