ვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს.

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ნაკრები 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს. მოგვიანებით გუნდი ბათუმში გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი),
ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
მკითხველის კომენტარები / 42 /
ამდენი მწვრთნელი და ექსპერტი გვყავს საქართველოში და ამ ფედერაციამ საფრანგეთიდან მოიყვანა მწვრთნელი, აქ ვინც აკომენტარებს ყველას შეუძლია შედეგის დადება:)) კაი ხუმრობა ხუმრობა და ამ კაც დანებეთ თავი, რაც შეძლო ჩვენ ნაკრებს მაქსიმუმი დადო, კი წავაგეთ ბოლო ორი თამაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ესპანეთი ან საფრანგეთი, სად ვიყავით და სად ვართ და იმედია ამ ჯგუფიდანაც გავალთ, თუ ვერ გავედით არც ეგა ტრაგედია, კარგი თაობა გვყავს და კიდევ ჩანს ახალი სახები, ვითარდება ნელ ნელა ჩვენი ნაკრები და ვუგულშემატკივროთ ჯობია
გოგა
19:35 07-11-2024
11
ორი თვეა არ უთამაშია ლოჩოშვილს და უნდა დაეძახა ?? რაშვაშია ამ გუნდით გავედით მაშინ დაუძახონ ჩივაძეს ეგრე რო აზროვნებთ მაგრათაა საქმე არავის არ ვერჩი პიროვნულად მაგრა გადაბერევულია ძალია შემადგენლობა და ახალგაზრდებს არ აძლევას შანს ერთი კითხვა მაქ ? კაშია არის 37 წლის ორ წელში იქნება 39 და კაშია უნდა წაიყვანოს მსოფლიოზე? თუ უნდა შეაჩვიოს ახალგაზრდევი?
ლაშა
14:32 07-11-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული