მზადაა საქართველოს ნაკრები ჯგუფის მოსაგებად?! - სხვა მენტალობით რთულ ისტორიასთან...

AutoSharing Option
12 ნოემბერი ის დღეა, როცა ჩრდილომაკედონიელებთან ევროპირველობის საგზური დავთმეთ. ფაქტია, მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავით, ოთხი წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლა გვქონდა. ახლანდელი ნოემბერი მსოფლიო ჩემპიონატისკენ სავალ გზაზეა მნიშვნელობანი. "ერთა ლიგიდან" მანდ მოხვედრა თუ გვსურს, ჯგუფში გამარჯვება ის აუცილებელი და მინიმალური მოთხოვაა, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ. რამდენად ვართ ამისთვის მზად? - ეს ახლა მთავარი კითხვაა.

სანიოლი გადამწყვეტი მატჩების წინ

Sportall.Ge

ამ გადასახედიდან, ჩეხეთის ნაკრებთან თბილისურმა დაპირისპირებამ შეცდომაში შეგვიყვანა. ამას ალბანეთში მოგებაც დაერთო და ჩავთვალეთ, ევროფორუმის მონაწილე ნაკრებისთბის "ბ" დივიოზინიც "იოლი
ლუკმა" იქნებოდა. ამ გზაზე პირველი გადაულახავი ბარიერი მუდამ უხერხული მეტოქე, უკრაინის ნაკრები იყო. ფაქტია, ისევ ვერ შევძელით მათთვის თავს საკუთარი უპირატესობები მოგვეხვია. ამასობაში, ჩვენი მთლად ტაქტიკა თუ არა, სასტარტო შემადგენლობა მაინც გაშიფრული იქნა. ამან ცოტათი სანიოლიც დააკომპლექსა და მანაც ჩათვალა, ტაქტიკური ცვლილებების დრო დადგა. არადა, ვიცოდით, მას ეს საქმე არ უადვილდება, მითუმეტეს, სათანადო დროისა და პირობების არქონაში; ერთი ნახევარმცველის მინდორზე ყოფნით არც მთლად ჯანსაღი ვითარება მივიღეთ და ისევ წავაგეთ...

"მამარდას" "ვალენსიას" ბოლო ორ ტურში არ უთამაშია (წყალდიდობისა და მისი შედეგების გამო)

Sportall.Ge

ირალნდიის ნაკრებისთვის დღემდე არ მოგვიგია, ვაისის პერიოდში მიღწეული ფრე კი კარგ შედეგად ჩაითვალა. ეს სხვა თაობა და სხვა მენტალიტეტის ბიჭები არიან, თუმცა ისტორია ისტორიაა და ის თუ ყველაფერს არ ამბობს, ძირითად კონტურებს მაინც ხაზავს. აბა, ჰაერზე არაფერი ხდება. ასე ვაპირებთ, უკრაინასთან ეს "უნაყოფო" სერია დავასრულოთ. ბათუმი ზამთრისპირისთვის საუკეთესო ქალაქი არაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, აქ და ამ პერიოდში შვედებს ვაჯობეთ. წარმატებას უნდა მივაღწიოთ ისე, როგორც ეს ბულგარელებთან შევძლით, მანამდე რომ ასე გვიჭირდა...

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ მათი მთავარი მწვრთნელი მომდევნო შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობდა. აღსანიშნავი იყო, ანგარიშის (1:4) მიუხედავად, იქაურ მედია კრიტიკულზე მეტად, დაბნეული იყო. აშკარად ჩანდა, მათი მწვრთნელისა და გუნდის სჯეროდათ და აჰა, ბოლო თვეს ლიდერის რანგშიც ხვდებიან. ჩეხებთან სექტემბრის მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, სანიოლმა გუნდი მათთან ევროს მატჩისგან (1:1) მკვეთრად განსხვავებული სტილით ათამაშა, თითქოს იდეალურად შეისწავლაო ჰამბურგული დაპირისპირების სცენარი. ახლაც ოპტიმალური გადაწყვეტილებების იმედი გვაქვს!..

ჩვენი კალენდარი

Sportall.Ge
ჩვენი ბიჭები, სხვადასხვა რგოლში სხვადასხვანაირად, მაგრამ ფორმაში არიან. მათ სურთ დამტკიცება, რომ "ა" დივიზიონში დაწინაურება შეუძლიათ. ამის მიუხედავად, მათი ზედმეტად დაძაბვა კარგი არ იქნება. ჩრდილომაკედონიასთან ფინალი რომ ვახსენეთ, იმის შემდეგ პროგრესს თვალსაჩინოდ ვხედავთ. ყოველთვის შეიძლება მეტი, ამისთვისაა საჭირო კრიტიკაც, წინაა მუნდიალის შესარჩევი ეტაპიც... მოახლოებულ შეხვედრებს მაქსიმლურად მსუბუქად, ჰაეროვნადა და ამავდროულად, სრული კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ. მთავარია, ვთქვათ, რომ ჩვენი მხრიდან არაფერი დაგვიკლია. ისე კი, ამ თაობისთვის ჯერ რამე სრულდება კი არა, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ფიქრი, მხოლოდ ახლა იწყება!..

altსაქართველოს ნაკრებს გოგლიჩიძე გამოაკლდა - უამინდობა ჩეხეთში "ჯვაროსნების" მასპინძელ ქალაქში...

მკითხველის კომენტარები / 26 /
მცველები უნდა გადაახალისოს სანიოლს ჭკუა თუ აქვს ენდის ახალგაზრდებს დროა უკვე.
კახა
01:38 13-11-2024
0
უნდა მოვიგოთ უკრაინასთან
გიორგი
00:02 13-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული