საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ჩეხეთთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს, თუმცა მიზეზი გაირკვა.
ფეხბურთელის მეუღლემ, ნიცა თავაძემ თავის "ინსტაგრამზე" პოსტი სურათითურთ გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მათ ვაჟიშვილი, დამიანე მონათლეს.
ხვიჩა საღამოს შეუერთდა "ჯვაროსნებს" და დღეიდან ვარჯიშს შეუდგება. "ხვიჩაც შემოგვიერთდა და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა", - წერია ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე.
საბედნიეროდ ცოტანი ხართ