რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"ასეთ მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. საკუთარი მოედნის ფაქტორი საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა... საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვემზადებით უკანასკნელი ტურისთვის. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით და ველოდით, რომ საგოლე მომენტები ისევ გვექნებოდა. საქართველოს ნაკრები საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორმა ძალიან მოტივირებული გახადა და შედეგზე გავლენა ამანაც იქონია.

პირველი ტაიმის შემდეგ რა ვუთხარი მუდრიკს? ბევრი იშრომა, შეუცვლელი მოთამაშეა,
პირველი ნახევრის შემდეგ მას გარკვეული შენიშვნები მივეცი. მუდრიკი ძალიან სწრაფია, თუმცა ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამაში კი ხელი მოედნის საფარმა შეუშალა. შეაჩერა თუ არა კონოპლიამ კვარაცხელია? ხვიჩა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა და მისი შეჩერება გუნდურადაა საჭირო.

ქართველების მხრიდან უკრაინელები მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ და ამისთვის მადლობას გეუბნებით."

მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ პოლიტიკის დრო არაა და თუ დაწერთ ღამეს დაწერეთ თემის მიხედვით, ვინც თემას უხვევთ ფსიქიკურად დაწყობილი ვერ ხართ, ტაქტიკურად სანიოლმა ისევ წააგო, კიდევ კარგი ჩვენმა ბიჭებმა იყოჩაღეს, ბოლოს მამარდამ გადაგვარჩინა, ქომაგები ყოჩაღ რომ ასე გელშემატკივრობდნენ ჩვენს გუნდს.
ხვიჩა
23:50 16-11-2024
16
ჯიგარი ხარ ასეთი სიტყვებისთვის საქართველოს ბედი უკრაინაზე გადის ერთხელ ხომ შეიძლება ბოლო ექვსასი წლის განმავლობაში ბედის ბორბალი ჩვენს სასიკეთოთ შემოტრიალდეს და გავუჭყლიტოთ რუსულ გველვეშაპს თავი მოვესწრო დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოს და უკრაინას იმედი ბოლოს კვდება უფალმა დალოცოს საქართველო უფალმა დალოცოს უკრაინა აბა ამუშავდით ბოტები ყოფილი ჩამშვებების კაკებეშნიკების მოღალატეების შვილებმა რაც შეიძლება მეტი მინუსი დამიწერეთ თქვენისთანებმა დახვრიტეს ბაბუაჩემი და ნახევარი საქართველო თქვენისთანებმა დახვრიტეს კათალიკოს პატრიარქი დამიწერეთ მინუსები ქრისტიანობის სახელით მეთქვენი დედას შვ....
.....
Vvvvv
23:40 16-11-2024
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული