სანიოლი: შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს - ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ.

მეტოქის გოლი გუნდმა მძიმედ მიიღო და მისგან გამოსასვლელად შესვენება დაგვჭირდა, სადაც ვისაუბრეთ და კარგია, ეს მოე
დანზე და შედეგში რომ აისახა. ზურიკო ჩაკვეტაძისგან განსხვავებული მოთამაშეა. მას დაცვა და ფლანგი უნდა გაეწელა და ასეც მოიქცა. კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც... გეგმა მქონდა, გოგლიჩიძეს უნდა ეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ერთა ლიგა შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ეტაპიცაა და როტაცია მისი შემადგენელი ნაწილია. სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!.. თუ დავწინაურდებით, ეს ფანტაქტიკურ გუნდს არ ნიშნავს და არც ვერდაწინაურება იქნება ტრაგედია. მთავარი განვითარების პროცესია".

მკითხველის კომენტარები / 38 /
ვილია ბიო, ამ ბოლო დროს რაცხა ცრუ ჭინთვები დეგეწყო და რაშია საქმე ძამა? თავში ხომ არ მიგაჭირა ორმა ცალმა მოგებამ?თავს შამოუძახე ძამა თავს! არ ხარ ჯერ იმ დონეზე, რომე ბაიერნი ჩეიბარო და ტყულე ნუ ოცნებობ!
გურულო
01:10 19-11-2024
0
სანიოლის "მაღალი დონე" და ფედერაციის არაადექვატურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვილიმ ბილო თამაშებიდან და უკრაინაში წაგებიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოიტანა რომ ... ბუდუ შემოიყვანა ჟორჟის ნაცვლად და დვალის არყოფნას დაუმატა გველესიანიც, კვირკველიათი "გაძლიერდა" მერამდენედ. ის რომ დაცვის ხაზი უსუსტესია და ვერც საიმედოდ იცავენ და ვერც შეტევას იწყებენ ( არადა ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი თანამედროვე ფეხბურთის) ამ ბიჭების ბრალი კი არ არის, ისინი თავის მაქსიმუმს აკეთებენ და ეს რომ საკმარისად მიაჩნია და მუდრიკის გაჩერებას რომ კვირკველიათი ცდილობს - ეს არის მწვრთნელის სისუსტე. 4 თამაშში საშუალოზე დაბალ ევროპულ გუნდებთან 2 გოლზე მეტ რომ ვერ გაიტანს გუნდი და 4 წლიან კონტრაქტს ჩაახუტებენ ამის ფონზე მწვრთნელს, ფედერაციაში მთლად კარგად არ უნდა იყოს საქმე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული