ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ.
მეტოქის გოლი გუნდმა მძიმედ მიიღო და მისგან გამოსასვლელად შესვენება დაგვჭირდა, სადაც ვისაუბრეთ და კარგია, ეს მოე
დანზე და შედეგში რომ აისახა. ზურიკო ჩაკვეტაძისგან განსხვავებული მოთამაშეა. მას დაცვა და ფლანგი უნდა გაეწელა და ასეც მოიქცა. კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც... გეგმა მქონდა, გოგლიჩიძეს უნდა ეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ერთა ლიგა შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ეტაპიცაა და როტაცია მისი შემადგენელი ნაწილია. სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!.. თუ დავწინაურდებით, ეს ფანტაქტიკურ გუნდს არ ნიშნავს და არც ვერდაწინაურება იქნება ტრაგედია. მთავარი განვითარების პროცესია".