ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა და ზურიკოს ხვიჩას გარღვევის
შემდეგ მაშინვე მიეცა შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, ფეხბურთელები ბურთის დაჭერას და ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო უკრაინელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და თავს უნარაინად იცავდნენ. კვარაცხელია გასცდა მეურვეებს, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ბრაჟკოსთან ბრძოლაში საჯარიმოში ქოჩორაშვილი წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე შეუშვა. ცვლილებებმა გაამართლა და „ჟორჟმა“ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, კონტრშეტევისას მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა - 1:1, საქართველო 7 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და დაველოდოთ ალბანეთისა და ჩეხეთის შეხვედრას.

19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

altმატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

მკითხველის კომენტარები / 89 /
სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძეავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან!
მწვრთნელი
14:50 17-11-2024
1
ბევრჯერ დავწერე ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ საშველი არ ჩანს.

1. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს კუთხურებზე სახიფათო მომენტი შეექმნას? გოლის გატანას არ ვამბობ, იმიტომ რომ მითოსში გადავალ.
როგორ შეიძლება თანამედროვე გუნდში არ იყოს ფერხბურთელი, რომელსაც კუთხურის ჩაწოდება ეცოდინება?


2. ოდესმე, ვინმეს გინახავთ ან გსმენიათ, რომ საქართველოს ნაკრებს სჯარიმიდან კარში მოერტყას? გოლის გატანას ისევ არ ვამბობ, იმიტომ რომ კვლავ მითოსში გადავალ.

ახლა ნუ იტყვის ვინმე ფეხბურთელებმა არ იციან და რა ვქნათო. ნებისმიერ, ჭ კლასის გუნდშიც შეიძლება გამოძებნო ფეხბურთელი რომელიც კუთხურს ჩააწვდის ან ჯარიმას კარში მაინც მოარტამს.

ეს ერთმნიშვნელოვნად არის მწვრთნელების ბრალი. ამაზე არავინ მუშაობს და არც თავში მოსდის ვინმეს ამ უდიდესი პრობლემის გადაჭრა.

და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ ფეხბურთელები არ გვივარგა, დავუშვათ მწვრთნელები კიდევ უარესი არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლია გააკეთო, რომ ისეთი ფეხბურთელი მოიყვანო ნაკრებში, ვისაც სტანდარტები ეხერხება. მადლობა ღმერთს ასეთი ფხებურთელი გვყავს.

დავიჯერო არაბიძე 1 ტამის მაინც ვერ გაქაჩავდა? ან მაგალითად დავითაშვილზე უკეთესად ვერ ითამაშებდა? საჯარიმოს მაინც დაარტყამდა. მე დარწმუნებული ვარ იმ უამრავი კუთხურიდან და ჯარიმებიდან, რაც ჩვენმა ნაკრებმა გაანიავა, 5-10 პროცენტს მაინც შედეგიანად დაასრულებდა. თუნდაც 1 გოლი მაინც რომ გაგვეტანა სტანდარტებიდან, ახლა შესაძლოა სრულიად სხვა სიუტაციუაში ვყოფილიყავით.

რატომ ვკარგავთ ასეთ რესურს?
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული