01:36 17-11-2024
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0
ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ასწავლე პირველ ნომრად თამაში და არ თამაშობენ ბიჭები? მაინცდამაინც ესპანეთთან კი არ უნდა მოინდომო პირველნომრობა? ბევრ გუნდთან შეიძლება ამ ტაქტიკით თამაში, მით უმეტეს როცა გყავს ცენტრში ბურთის დამჭერი ჩაკვე, კიტე და ქოჩორა. ამისათვის კომპეტენტური მწვრთნელია საჭირო. თუ არა და მოგვიწევს კიდევ 30 წელი ფაფხური და წვალება. 35-ჯერ ერთ თამაშში რომ ჩეხებს დაარტყმევინებ, რა მწვრთნელობაზე უნდა გქონდეს კაცს პრეტენზია? რატომ უნდა სწავლობდნენ ჩვენზე, საცდელი კურდღლები ვართ? ხომ შეიძლება ძლიერი მწვრთნელის მოწვევა? უყურე კაცმა კიდევ ამათ 4-5 წელი როდის ისწავლიან მწვრთნელობას.....
9
7
მაკვირვებს ზოგის აზრი, კითხვა: როცა გუნდი პირველ ნომრად ვერ თამაშობს, ბურთს ვერ იჭერს, საჯარიმოდან პასებით ვერ ამოდის და ა.შ. კლასში სხვაობაზე მიუთითებს თუ არა? ფეხბურთში ხანდახან ხდება როცა ძლიერი ვერ იგებს, მაგრამ ეს ხანდახან ხდება, 90- იანებიდან ყველა სეზონზე ჩვენი ნაკრები 1 ან 2 თამაშს ახერხებდა კარგ დონეზე, ხან გვიმართლებდა, როგორც პორტუგალიასთან ევროზე, და ეს იყო მაქსიმუმი, ძალიან არ მინდა განმეორდეს, ნაკრებს მომატებული აქვს უდავოდ მაგრამ არც იმდენად ჩეხებს გამართლების გარეშე მოვუგოთ...
12
15
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული