სანიოლი: ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ, ეს ჩვენი იდენტობაა

AutoSharing Option
ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია, წლის ბოლო შეხვედრაში როგორი მიდგომა გვექნება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თამაშების სასიამოვნო მოგონებები გვაქვს, მაგრამ წარსულით ტკბობა არაფერს მოგვიტანს, მთავარია, ახლა ვიყოთ ბოლომდე ფოკუსირებულები. ვეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. შემაწუხებელი გუნდი ვართ იმათთვის, ვინც თავს კომპაქტურად იცავს.

ჩვენთვის ოქტომბერი რთული იყო, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, თუ საიდან მოვდივართ. საგოლე მომენტების შექმნით ჯგუფში ლიდერები
ვართ. ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ, ეს ჩვენი იდენტობაა. მთავარი ჩვენი თამაში და დისციპლინა იქნება. ორთაბრძოლებში ძლიერი უნდა ვიყოთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინ რამდენი კუთხური ჩააწდეს რაბიომ გოლი გაიტანა,ვერ უნდა ივარჯიშოთ ჩაწოდებაზე თავით თამაშზე ესე დაბალი დონით სად გინდათ გახვიდეთ??
ბენო
21:32 18-11-2024
1
სანიოლმა უკვე დაგვღუპა თავისი უადგილო ექსპერიმენტებით. ახლა საინტერესოა ჩვენი ოქროს ბიჭები გადაგვარჩენენ თუ არა.
ქუთაისელი
21:20 18-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული