ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა, ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რა თქვა შეხვედრის დაწყების წინ კიევის "დინამოსა" და "გურიას" ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ხლუსმა.

"გუშინ ლანჩხუთიდან ჟურნალიტებმა დამირეკეს, სადაც ვთამაშობდი. მომავალი დაპირისპირების შესახებ ჩემი აზრი აინტერესებდათ. ასე რომ, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ამ თამაშს სიფრთხილით ველოდები. რატომ? აგიხსნით: იმ ორი წლის მანძილზე, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, ვითამაშე რა "გურიაში" (ერთი მათგანი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში), ბევრი სიახლის გაგების საშუალება მომეცა. ქართული მენტალიტეტი ჩემთვის ყურმოკვრით კი არ არის ცნობილი,
პირადად მაქვს გამოცდილი. ქართველების ხასიათს კარგად ვიცნობ და მათ შინაგან მდგომარეობას ვგრძნობ. როგორც არ უნდა მოემზადოს უკრაინის ეროვნული გუნდი, ქართველებს სახლში თავინთი ნათესავების, მეგობრების და ნაცნობების თანდასწრებით ექნებათ განწყობა, რომლის სკალა 100%-ს აღემატება. როგორც არ უნდა იმუშაონ ქართველი ფეხბურთელების მოტივაციაზე და როგორ ფულად ჯილდოს არ უნდა დაჰპირდნენ, მათთვის ამას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ ქართველებისთვის მთავარი თავიანთი ქვეყნის ღირსებაა. საქართველო ქართველისთვის ეს რაღაც წმინდათაწმინდაა.

შესაძლოა, შემდეგ კომენტარებში დაწერონ, რაც ადრე ჩემს შესახებ წამიკითხავს: "ეგ ვინ არის?!", "რა ესმის ფეხბურთის?!", "სადღაც 30-40 წლის წინ თამაშობდა", "ის ხომ ბურთს ფეხს ვერ ურტყამდა" და ა.შ. (იცინის). მოკლედ, ყოველი შემთხვევისთვის მინდა გითხრათ, რომ გუშინ კიევის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ხელახლა ამირჩიეს. ამიტომ თავს საფეხბურთო ადამიანად ვთვლი და შემიძლია ფეხბურთის ენაზე გიპასუხოთ, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, ქართველებთან თამაში ისე უნდა აიგოს, რომ სწრაფი კონტრშეტევებისთვის სივრცე გვქონდეს. საქმე იმაშია, რომ რაოდენ ტექნიკურებადაც არ უნდა მივიჩნევდეთ ქართველ ფეხბურთელებს, ისინი უკან მხოლოდ ტაქსით მიდიან. ეს ყველაფერი მათი მენტალიტეტის სპეციფიკაა. ქართველებს ხომ მუდამ ბურთთან ერთად ყოფნა სურთ. თითქოს, უკან ჩაჯდომა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს სწორი არ არის. მგონია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ ავტორიტეტულია და თამაშის ისე აწყობას მოახერხებს, რომ საჭირო შედეგს მივაღწიოთ", - ციტირებს ხლუსს UA-Футбол-ი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
გიგა,ლალი მოროშკინა შენით ამაყობს,QT-შენითაც!!გრუზინებოოო!!!
გიგა -ს
19 ნოემბერი 2024 16:32
1
გიგა,ლალი მოროშკინა შენით ამაყობს,QT-შენითაც!!გრუზინებოოო!!!
გიგა -ს
19 ნოემბერი 2024 15:59
1
ბიქტორა, სად ნახე ძამა მაგფერი კომენტარები? მე არსად არ შემხვედრია და მიგვითითე წყარო, ვნახოთ ერთი ვინ არიან ავტორები. მე კი გეტყვი, რომ პირადად მინახავს შენი თამაშები, გურია რომ სსსრ უმაღლეს ლიგაში იყო მაშინ და კიევის დინამოდანაც ბევრი მახსოვს. ტაკ ჩტო, ზა კაკიხ ტო მალაკასოსოვ ნე ნადო პრა სეხ გრუზინოვ სუდიტ. გეიგე ბიო?
გურია
19 ნოემბერი 2024 00:46
12
უკრაინელების გაკეთებულ კომენტარებზე ამბობს
Walkabout
19 ნოემბერი 2024 10:08
0
ნოემბერს

ნოემბერი ხარ თუ მარტი. იცი დედამიწაზე რომ 5 000 ზე მეტუ ეროვნების ადამიანებია? იცი რომ მხოლოდ 200-ზე ცოტა მეტი სახელმწიფოა დედამიწაზე და საქართველო ამ სახელმწიფოთა შორისაა? ჩვენი წინაპრები სამშობლოსათვი საუკუნეები ბრძოლობდნენ თავისი სიცოცხლის ფასად და შენ ვიღაც ვიგინდარა აკნინებ ქართველი ერის სიყვარულს სამშობლოსთან? რუსი ტროლები ვერ ჩაკლავთ ვერასოდეს ქართველი ადამიანის სიყვარულს სამშობლოსადმი.

ხლუსი ჯიგარი კაცია და ყველაფერს გულით ამბობს საქართველოზე. გურიაში თამაშის დროს მან ყველაფერი შეიგრძნო რასაც ქართველი ქვია. ჯანმრთელობას ვუსურვებ ხლუსს და მშვიდობას მის ქვეყანაში.


უსახელო ზურა222 ხარ გიცანი შე გველო. დიდება საქართველოს. Слава Украине. სიკვდილი მტერს.
G.LA
18 ნოემბერი 2024 20:13
9
დაანებეთ ბიჭო ამ სადღეგრძელოებს თავი და მითოსებს.
სხვების მიღწევების მისაკუთრებას კიდევ.
საკუთარ თავს დაუსვით კითხვა დღევანდელი ქართველი ერისათვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღისება?
ღირსეული ერი ვართ ჩვენ ქართველები დღეს? ან პრინფიპულები ან მებრძოლები 2024 წელს?
იო
19 ნოემბერი 2024 16:22
0
იო-ს
პაჯერო იო ხარ თუ მარტო იო ? )) რა გეშველებათ თქვენნაირ კრიტიკოსებს ? - კავკასიონი რომ არ ყოფოლიყო ( ზღვა გამოგრჩა ალბათ ) , ბაბუას რო კვერცხები არ ჰქონოდა და ა. შ . იმ იშვიათ ერთეულებში შენც შედიხარ ხომ ? )) ერთეულებია 100 000 მოწამე , 300 არაგველი და უამრავი უსახელო თავდადებული ? ვინც საკუთარი ერით , ხალხით არ ამაყობს და ჟრუანტელი არ უვლის თავისი ქვეყნის ხსენებაზე , მისი პატრიოტობა შემირცხვენია . თუ უვლის კიდევ , მაშინ ეგეთი აზრები ახლოს არ უნდა მოუშვას . რომელი ერთეულები , როდესაც ბოლო 30 წლის მანძილზე ათასობით გმირი და თავდადებული გვყავს ?!
silovan DZGERIA
19 ნოემბერი 2024 14:31
2
ყველა გამოხმაურება
მართალი ხარ ვიქტორ, ჩვენთვის სამშობლო უორველეს ყოვლისა. უბრალოდ ბევრი უსამშობლო შემოგვერია, ძირითადად ოპოზოციაში არიან გადანაწილებულნი.
QT
18 ნოემბერი 2024 19:42
58
უსამშობლოები ისინი არიან, ვინც ქართველ ხალხს მოსვენებას არ გვაძლევენ და ყოველ წუთს და წამს ქვეყანას მტრობენ. მაგათვის მხოლოდ ევროპა და როთები არიან მისაღები! ჩვენ თავი დაგვანებეთ კოლექტიურო ბორელებო (ბორდელებო) და ნაც როთებო და ისემც გიქნიათ სულ გათხოვილხარ ერთმანეთზე!
გიგა
19 ნოემბერი 2024 14:07
3
სწორედ უსამშობლო მთავრობის წევრები უხდიან ბოდიშს ჩვენს მტრებს!!!
QT-ს
18 ნოემბერი 2024 20:45
38
ყველა გამოხმაურება
ვიქტორი უკრაინელი არაა. ვიქტორი გურულია! გინახავთ ვიქტორის თამაშები ჩემი გურიას სტადიონზე, მისი თავდადება და სიჩაუქე?! თუ გინახავთ ჩემსავით ბედნიერები ხართ, თუ ვერ ნახეთ, დამერწმუნეთ, ბევრი რამ დაგიკარგავთ! ვიქტორი რომ გოლს შეაგდებდა ახედავდა კოლხეთის საღამოს ზეცას და გადამფრენი წეროების სამკუთხედს თვალს გააყოლებდა, მაშინ ერთი სამი-ოთხი მეტრის სიმაღლის ხდებოდა! მაგარი კაცია, ღმერთმა დალოცოს!
aburjga
18 ნოემბერი 2024 19:14
0
ამინ! თქვენც რა კარგად გადმოეცით, ვტირივარ ეს გუდამაყრელი კაცი…
Aburjga-s
18 ნოემბერი 2024 19:51
0
კი კი როგორ არა, როგორ უყვართ სადღეგრძელოების და ბოდვის დაჯერება ხალხს
ნოემბერი
18 ნოემბერი 2024 18:51
65
გენაცვალე
1221
18 ნოემბერი 2024 18:36
0
ვიტია ჯიგარია.
jeremo
18 ნოემბერი 2024 18:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული