სანიოლი: ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
სპეციალურად ბოლო მატჩების წინ გაუგრძელეს კონტრაქტი ამას თითქოს ხვდებოდნენ რომ კიდე ჩაისვრიდა ნაკრები და მერე რთული იქნებოდა გაგრძელების მიზეზის ახსნა... ოთხ თამაშში ერთი ქულა ესაა სანიოლის წარმატებული მწვრთნელობა?და ამბობს ტაქტიკის ბრალი არააო,როცა მარცხდები რაღაც უნდა შეცვალოო.. კი მასეა.. და მერე ორ საპასუხისმგებლო თამაშში რომ დამარცხდი რატომ არ შეცვალე რამე?.. ფეხები დაუთბუნოთ კიდე ამას და ვუძახოთ ვიძახოთ ჩვენი საუკეთესო მწვრთნელია თქო,... საწყენია მაგრამ ვბრუნდებით იქ სადაც უნდა ვიყოთ
დავითი...
07:53 20-11-2024
16
მთლიანი ერთა ლიგა უნდა შეფასდეს და არა კონკრეტული ერთი თამაში. დასაწყისმა დაგვღუპა და ეიფორიაში ჩაგვაგდო,რის მერეც საერთოდ არაფერი აღარ გაგვიკეთებია.ამიტომ ამბობენ,ორი თამაშის მერე ზეიმი არის უადგილო და ასეც იყო. იმეზე მეტი წარმოდგენა შეგვიქმნა იმ ორმა თამაშმა,რაც რეალურად ჩვენი შესაძლებლობებია. რაც არ უნდა იყოს,უარყოფითი გამოდგა ეს ერთა ლიგა და ამ ფეხბურთით ა ლიგაში არაფერი გვესაქმებოდა. ახლა,დავრჩეთ უნდა ბ ლიგაში ან პრაგმატულად ვიფიქროთ და გავარდეთ ც ლიგაში,რამეთუ ევროპაზე გასვლის შანსი ც ლიგიდან უფრო გვაქვს. რაც შეეხება მსოფლიოზე გასვლას,მოგების შემთხვევაშიც მინიმალური შანსი იყო ბ ლიგის გამარჯვებული გასულიყო იქ,თუ რამე გვინდა ტრადიციულ შესარჩევს უნდა მივაწვეთ,რაც რეალურად გამოაჩენს სად ვართ. მე კი ვიცი ეს,მარა ადამიანებმა ხო უნდა გაიგონ ამ ქვეყანაში. დრო და სწორი მუშაობა არის საჭირო,ესე ერთბაშად არავინ აშენებულა. ყველაზე ცუდი ის არის რო უკრაინას დაუწვა გუნდი ამ ერთა ლიგაზე,რაც ძალიან სამწუხაროა და დავისაჯეთ კიდეც.საერთოდ,თუ რამე გინდა ჯგუფში,სახლის თამაშები უნდა მოიგო და თუ ამას ვერ ახერხებ ე.ი. ა ლიგაში არაფერი გესაქმება. და ყველაზე მთავარი,როდის იქნება დრო იმის რო თაობათა ცვლა დავიწყოთ ნაკრებში,დაცვას და საყრდენ ზონას ვგულისხმობ,როდის მოვა ეგ ნანატრი წამი? საკვალიფიკაციოს ვერ იყენებ,ერთა ლიგას ვერ იყენებ და როდის? ახალგაზრდულის თამაშს ვუყურე ორივე შემთხვევაში,კარგი ბიჭები არიან და დროა დავემშვიდობოთ ასაკიან მცველებს და ქოჩორაშვილი ჩანაცვლდეს ლომინაძეთი.
იასონას უდარი
07:28 20-11-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული