"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 78 /
გასაოცარი ამბავი ისაა, რომ არ მახსენდება სანიოლს ოდესმე ეთქვას ჩემი ბრალია რაღაცო. მოვიგებთ - ვილის დამსახურებაა, წავაგებთ და ბიჭების ბრალიაო. მაგარია, ხომ?
გიორგი
17:09 20-11-2024
2
რუსეთუმო ქართველებოო,დასცინეთ ახლა კიდევ ომში მყოფ უკრაინას,რომელიც,A-დივიზიონისთვის ითამაშებს და რომელმაც საქართველოს გაუსწრო ჯგუფში!!!!
საბა
17:09 20-11-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული