"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 83 /
ოთხი ბოლო თამაშიდან ყველა დაძაბულ ბრძოლაში დავთმეთ.ბიჭებმა გამოავლინეს მაღალი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლის უნარიანობა.როგორც წესი,შრომა და ბრძოლა ფასდება ხოლმე,მაშ ჩვენ რატომ არ დაგვიფასდა? იმიტომ ,რომ მას თან არ ახლდა სათანადო კლასი და პროფესიონალიზმი,როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელის მხრიდან.მოდი დავანებოთ თავი რთული ტაქტიკური სქემების რჩევას და ჩახლართულ იდეებს.სულ მარტივ და ელემენტარულ სიტუაციებში აბსურდულად, ბავშვურ ,შეცდომებზე ვისაუბროთ(სანიოლი, რომ დაყენებისას და შეცვლებისას შეცდომებს უშვებს ეს სალაპარაკოც აღარ არის).ბოლო თამაში გუნდმა დაიწყო შეტევით,მოგებაზე ორიენტირებით და კონტრშეტევა----გრძელი პასი ჩვენს ნახევარზე---კაშია არის ბურთთან ყველაზე ახლოს და.....მას ერთდროულად ორმა მოწინააღმდეგემ მიასწრო ,გაკთდა პასი საჯარიმოში --კვლავ დაგვასწრო მოწინააღმდეგემ---კიდევ ერთი პასი,კვლავ დაგვასწრეს და გოლიც მივიღეთ.დასკვნა:მეტოქის კონტრშეტევების სათანადო გათვალისწინების არქონა და შეუფასებლობა.გოლი მესამე წუთზე,საკუთარ კარში ,როცა საბრძოლოდ და მოსაგებად ხარ შემართული,ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა შოკი და რა გასკვირია ,რომ ამან ჩვენს გუნდზეც დამთგურნველად იმოქედა.ამას მოჰყვა მეორე გოლი,რომლის დროსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის ელემენტარული ჩანაფიქრი ვერ გამოიცნეს.გამოიკვეთა კონტურები თამაშის ასტრონომიული ანგარიშით წაგებისა,რამეთუ გუნდი ფსიქოლოგიურად უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა,რომ მათ შეუძლებელი შესძლეს და მოახერხეს თამაშის გადარჩენისთვის ძალების მოკრება და ბრძოლა ბოლო წამებამდე.სანიოლის კვლავ დაშვებულმა შეცდომებმა კი,მეტის მიღწევის საშუალება არ მიცათ.ცალკე საუბარია,ზოგადად სტანდარტულების საკითხი ,სადაც კვლავ მწვრთნელების როლები იკვეთება.გუნდის შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს ისეთი,რომ აპრიორი ჯგუფებში პირველ ადგილებს ვისახავდეთ,მაგრამ სწორი სტრატეგიითა და ლაფსუსური შეცდომების შემცირებითა და აღმოფხვრით ბევრად უკეთესი შედეგების მიღება ნამდვილად შესაძლებელია.
ამბაკო
18:42 20-11-2024
0
არ მინდა, კრიტიკული ვიყო, მაგრამ კვარაცხელიას, მიქაუტაძის, მამარდაშვილის, ჩაკვეტაძის და სხვა ფეხბურთელთა დონის ვერ გამოყენება, მწვრვრთნელის კვალიფიკაციაში, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს! ვფიქრობ, საქართველოს, კრეატიული და მაღალი დონის მენეჯერი სჭირდება!
ვახო...
18:40 20-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული