"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 91 /
პირველი ორ მოგებული მატჩის მერე ვამბობდი, დაგვღუპავს, გასაშვებია სანიოლი-მეთქი. იმიტომ რომ არ არის ჩვენი ნაკრების დონის შესაფერისი. მაგრამ უმადური და დაუნახავი მეძახეთ, და სამნიშნა დისლაიქები დამიწერეთ. ახლა კიდე - არასოდეს არ აუღია თავის თავზე არცერთი მარცხი, სულ ფეხბურთელებს, ჩვენს მენტალიტეტს აბრალებს. პეპი, ანჩელოტი, კლოპი და სხვა დიდი მწვრთნელები იღებენ წაგების სიმძიმეს, რომ ფეხბურთელებს ტვირთი შეუმსუბუქონ, და ვინ არის ეს გაზულუქებული ამპარტავანი? წააბრძანეთ საიდანა ამოაბრძანეთ!!!
ქუთაისელი
21:08 20-11-2024
0
შენს კარებში ჯარიმას რომ ურტყავენ კედელი უნდა დააყენო შენ და მოწინააღმდეგე რომ გიყენებს კედელს ეს იგი გაიწევა მაგდენს ვერ უნდა მიხვდე???
mamardas brali
20:55 20-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული