"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 94 /
სპეციალურად ბოლო მატჩების წინ გაუგრძელეს კონტრაქტი ამას თითქოს ხვდებოდნენ რომ კიდე ჩაისვრიდა ნაკრები და მერე რთული იქნებოდა გაგრძელების მიზეზის ახსნა... ოთხ თამაშში ერთი ქულა ესაა სანიოლის წარმატებული მწვრთნელობა?და ამბობს ტაქტიკის ბრალი არააო,როცა მარცხდები რაღაც უნდა შეცვალოო.. კი მასეა.. და მერე ორ საპასუხისმგებლო თამაშში რომ დამარცხდი რატომ არ შეცვალე რამე?.. ფეხები დაუთბუნოთ კიდე ამას და ვუძახოთ ვიძახოთ ჩვენი საუკეთესო მწვრთნელია თქო,... საწყენია მაგრამ ვბრუნდებით იქ სადაც უნდა ვიყოთ
დავითი...
07:53 20-11-2024
28
ძალიან მომეწონა სანიოლის ცვლილებები, მართალია მოედნის ცენტრს ვერ მოუხერხა ვერაფერი, რამე სხარტი იდეა, მაგრამ მაინც , ყოჩაღ ვილის! გამბედაობა უნდა მცველი მოხსნას და შემტევის დამატებას პირველივე ტაიმში და მან ეს გააკეთა. გველესიანი კი რაც იმ ინტერვიუებით და კასატინგებით გააბრუეს ამოვარდა კაცი ფორმიდან. ძალიან სუსტი თამაში იყო მისი, ასევე ქოჩორაშვილია მაგარი შეცვლილი, ამიტომ არ გინდათ რა ბიჭებო ეს პოლიტიკური განცხადებები და ბლა ბლა ბლა, ითამაშეთ რა ჯიგრულად, აგერ ხვიჩას მიბაძეთ, კაცი რას თამაშობს არ ვიცი რა, სასწაულს და პასს მაინც უგვიანებენ ხოლმე, განსაკუთრებით ე.წ. ერთი ახლო მეგობარი :)) ბოდიში ამას რომ ვამბობ, მარა ვაკვირდები სულ და აშკარად ხოდზე პასის და დროული, დამაგვირგვინებელი პასების პრობლემაა მისკენ. დაცვაშიც, შუაშიც, შეტევაშიც ეს ერთი კაცი მართლა ტერმინატორი ხომ არაა? მოკლედ მაინც მადლობა გუნდს, აჩვენა ხასიათი და მოგების ჟინი, აღარ არის სირცხვილი, რომ ვუყურებ საამაყოა, როცა შენი ქვეყნის გუნდი სულ მოგებაზე იწევს და ბოლო წუთამდე შეტევაზე ფიქრობს. ყოჩაღ ვილისაც და ხვიჩასაც, ბიჭებსაც და უკან ვინცაა იმათაც, ანუ ფედერაციას ამ კუთხით, მესმის რომ აწყობთ და თავს იკლავენ , მარა აშკარად გამოიღო შედეგი (წავიდა ცალმხრივი დისლაიქები:))) მთავარია, რომ არის პოტენცია და გაჩნდა გუნდი პირველად ამდენი წლის მერე. წარმატებები ც
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული