სანიოლი: ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
როცა 12 შესაძლებლიდან 1 ქულაზე მეტს ვერ იღებ აქ სალაპარაკო არაფერია, უმოტივაციო პორტუგალიასთან მოგებით გააღმერთეს, 21 წლამდელთა მწვრთნელი დანიშნეთ და ბევრად მეტი შედეგი იქნება.
ნოდარი
02:44 20-11-2024
18
ამის არაპროფესიონალიზმი იმაშიც ჩანს, რომ ყოველთვის ფეხბურთელებს აბრალებს წაგებას, თავის შეცდომებს ვერ და არ ხედავს და საერთოდ მოაშორეთ ეს პრაქტიკანტი ნაკრებს!
არტ
02:46 20-11-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული