საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი
გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.

პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“

ჩეხეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

alt"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

altკვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

altდღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

მკითხველის კომენტარები / 79 /
ისე ჩეხეთის დონის ნაკრები ლამის, მესამე შემადგენლობით რომ მოგიგებს პრინციპულ თამაშს,რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო ვინც ამ ზაფხულს ევროზე გვეთამაშა, ცოტა ქე უნდა დაფიქრდე და რეალურად შეაფასო შენი შესაძლებლობები თუ ტვინი გაქვს...ამდენი ბაქი-ბუქისა და ვითომ ქვეყანაში ფეხბურთის და არა მარტო ოქროს ხანის დადგომისა, პრინციპში ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით-ისევ ბოლოდან მე-2 ადგილი ჯგუფში და სრული უსუსური თამაში პრინციპულ, აუცილებლად მოსაგებ თამაშებში,როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ჩვენი გუნდის ლიდერების სუსტი თამაში-ანუ რეალური მათი სათამაშო დონე გადამწყვეტ მომენტებში, უშუალოდ მინდორზე და არა სოფასკორეს შეფასებების მიხედვით. ლამის მეგავასკვლავები რომ გგონია მამარდა,კვარა,ჩაკვე, ქოჩორა,კიტე კი ნახეთ რეალურად რა შეუძლიათ-არაფერი, მხოლოდ ერთი გამოღლეტილი ქულა ოთხ თამაშში. სხვა ფეხბურთელებზე არაფერს ვამბობ,მათ მეტიც არ მოეთხოვებათ და არ მეტის პრეტეზია აქვთ. კვარას ხელფასის და კონტრაქტის ისტორია კი მართლაც ეპოქალური პრობლემა გავხადეთ არა მარტო ფეხბურთის ქომაგებისთვის არამედ ქართული სახემწიფოსთვის, ამას დაუმატეთ სანიოლის ხანგძლივი კონტრაქტი, ემოციური ნიჰლიზმი, რაც გარდაუალია ჩვენისთანა იმპულსური ხასიათის ხალხისა და ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, ერთი სიტყვით ახალ წრეზე წავედით!!!
SOSO
11:48 20-11-2024
2
ეს თამაში სანიოლმა წააგო (ისევე როგორც წინა არა ერთი). სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2:1 რომ გახდა ანგარიში და მუხტის დაჭერა იყო საჭირო, მაშინ გაიყვანა ასე თუ ისე ვინმეს თუ რაიმეს შექმნა შეუძლია - ჩაკვე და კიტე, მალევე მიქაუტაძეც მიაყოლა... გეგონებოდა ამხანაგურ შეხვედრას თამაშობდა... მერე კიდევ დასასრულს როცა იცი რომ წაგებული გაქვს თამაში, რა საჭირო იყო ამდენი ყელყელაობა და "ძალის დემონსტრირება", მიიღეს ყვითლები და ეხლა პლეი აუტში მგონი ნახევარი გუნდი დისკვალიფიცირებული იქნება. ასე რომ როცა არც მწვრთენილი გივარგა და ფეხბურთელებსაც პროფესიონალიზმი აკლიათ, რომელ მსოფლიოზე და A ლიგაზე ვიქაჩებით?! სამწუხაროა ეს ყოველივე, მაგრამ ფაქტია...
დათო
11:46 20-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული