საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი
გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.

პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“

ჩეხეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

alt"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

altკვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

altდღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

მკითხველის კომენტარები / 81 /
მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და ჟინისთვის. გაორებული გრძნობით ვარ. სამივე წაგებულ თამაშზე დამრჩა შთაბეჭდილება რომ წასაგები არ გვქონდა. A დივიზიონში გადასვლა ჩვენი პირველად ამოცანა არ იყო. ორი გამარჯვების შემდეგ თითქმის ყველა დარწმუნებული ვიყავით A დივიზიონში დაწინაურებაზე. თავიდან ჩვენ ამ B დივიზიონში მომაგრება გვინდოდა. მოგაგონებთ ყველას ჩეხეთიც და უკრაინაც A დივიზონიდან დაქვეითებულები არიან. ასე რომ საკმაოდ ძლიერ და თანაბარ ჯგუფში ტოლ სწორად ვეთამაშეთ ყველას. არ მესმის ზოგის კომენტარი. მე ნაკრების ის ნიჭიერი თაობაც მახსოვს და მათ შემდეგ უნიჭო, უფხო ნაკრებიც. მახსოვს ისეთი დროც როცა ფეხბურთზე ლაპარაკიც მცხვენოდა ჩვენი ნაკრების შემხედვარეს. მე მაშინაც ერთგული ვიყავი ნაკრების და ყველა თამაშს უყურებდი მაზოხისტივით. ეს ნაკრები კი გულს მიხარებს და იმედით მავსებს. ეს ნაკრები პროგრესირებს და წინ მიიწევს. იმ დროიდან როცა ფეხბურთზე ლაპარაკიც კი მცხვენოდო არც ისე დიდი დრო გავიდა და ამ ნაკრების მოთამაშე წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტებში, ერთი წლის შემდეგ კი ამ ნაკრების მეკარე იყო ნომინანტებს შორის. განსხვავება იმ სირცხვილის ნაკრებთან, ძალიან დიდია და პროგრესიც გრძელდება. წაგება სირცხვილი არაა, სირცხვილია უბრძოლველად თამაში, უიმედო და უნიჭო ფეხბურთის თამაში. სირცხვილია როცა შენთვის არ იბრძვის ის ვისაც ამის გაკეთების ბედნიერება ხვდა წილად და სულში მიფურთხებულივით ზიხარ ტელევიზურთან მაინც უყურებ შენ ნაკრებს. მე ესეთი გრძნობა მახსოვს როდის მქონდა. ეს ნაკრები ჟინიანი და ნიჭიერია, ეს ნაკრები იბრძვის ჩვენთვის. ჩვენ კი ვალდებული ვართ მათან ვიყოთ წაგებაში და გამარჯვებაშიც. ბიჭებო მე ყოველთვის თქვენთან ვარ გულით და სულით. ყველანი მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ. ❤️
G.LA
07:58 20-11-2024
9
ჩაკვე და კიტე ერთად მოხსნა მაშინ როცა ყველაზე მეტად იყვნენ საჭირო ამ დამწვარმა კრუასანმა!!! იმის მერე ოცი წუთი საკუთარ მოედანზე ახოხიალებდნენ ბურთს.. და ეს ახირებული კაცი კიდევ ოთხი წელი დაასვეს გუნდს თავზე!
ალექს
01:55 20-11-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული