მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.
პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.
ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!
სანიოლს კი სამუდამო კონტრაქტი გაუფორმეთ.