სომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ბოლო ტურის წინ არსებული ყველაზე ცუდი სცენარით დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, რანგით მეორე დივიზიონში, ადგილის შესანარჩუნებლად ირლანდია, სლოვენია და ისლანდია იბრძოლებენ.

22 ნოემბერს წილისყრა ჩატარდება, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე გაირკვევა.

Sportall.Ge

სლოვაკეთი, ბულგარეთი და სომხეთი შესაძლო მეტოქეები რომ არიან უკვე გარკვეულია, კოსოვოსა და რუმინეთის ერთი მატჩი შეწყდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე კოსოვოელები გავლენ და დაწინაურებისთვის ბრძოლა მათ მოუწევთ. 2025 წლის 20 მარტს სტუმრად ვითამაშებთ, 3 დღის შემდეგ
კი საკუთარ მოედანზე. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, პირველი მატჩის გამოტოვება ხვიჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას მოუწევთ.

მნიშვნელოვანია, B ლიგაში დავრჩეთ, რადგან არავინ იცის, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე C ლიგის გამარჯვებული რამდენად გავა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას შესარჩევი ეტაპიდან ეცდება(წილისყრა დეკემბერშია), სადაც ჯგუფში მეორე ადგილი დაახლოებით იმ მდგომარეობაში გვამყოფებს, როგორშიც "ერთა ლიგაზე" ახლა მოგების შემთხვევაში ვიქნებოდით.

ემოციების დამშვიდების შემდეგ, ცივ გონებაზე, საქართველოს ნაკრებზე დეტალურად მსჯელობა აუცილებელია!..

altსაქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
მიუხედავად იმისა შეცდომების გამო წავაგეთ ბიჭებით მაინც ყმაყოფილი ვარ! ასეთი შემართებით შრომით და გამოცდილებით აუცილებლად მოვა წარმატებები!
რობი
13:30 20-11-2024
4
ნეტა სომხეთი შეგვხვდებოდეს.
მახსოვს 3 წლის წინანდელი მარცხი და მაგათი ბაქი ბუქი.
ხო და მოვიდა დრო ერთხელ და სამუდამოდ დავადუმოთ და გავუმეოროთ 1997 წლის 7:0
ზაზა
13:12 20-11-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული