ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - კალათები და წილისყრის თარიღი

AutoSharing Option
ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის რომელი გუნდი რომელ კალათას დაიკავებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-3 ადგილი ირგუნა, ამავე ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებს და მე-3 კალათაში იქნება განთესილი. კალათები ასე გამოიყურება:

პირველი კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია პორტუგალია, იტალია, ხორვატია, ბელგია, ავსტრია, დანია.

მეორე კალათა: თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უელსი.

მესამე კალათა: სლოვენია, შოტლანდია, ბოსნია, საქართველო, ფინეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ
ირლანდია.

მეოთხე კალათა: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ესტონეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლიეტუვა, ფარერები, ლატვია, ბელარუსი.

მეხუთე კალათა: მოლდოვა, ანდორა, მალა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ამა წლის 13 დეკემბერს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპი კი 2025 წლის მარტში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
იასონას უდარს, ეს რა გენიოსი სპეციალისტი გვყოლია საქართველოში. როგორ დაალაგა ყველაფერი, რად გვინდა სანიოლი მოვიწვიოთ იასონა დროზე თორე თუ მისი ეს ნაშრომი წაიკითხეს შეიძლება წაგვართვან.
აღებულია შენი უდარი იასონ.
lolo
12:49 22-11-2024
5
იმ სერიიდან,ქე რო 16 საუკეთესო გუნდს შორის მვხვდით და ამით ამაყობდა მთელი ერი,ზოგი ესპანეთის გამოგდებას და ტიტულის მოგებაზეც საუბრობდა(გვყავს ეგეთი ხალხიც ქვეყანაში),არ უნდა გაგვიჭირდეს მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება. ვის ვერ მოვუგებთ ჩამოთვლილი გუნდებიდან? თუმცა რეალობა სხვა არის,რეალურად საპატიო მესამე ან მეოთხე ადგილს დავიკავებთ,რაც გამოაჩენს ჩვენ რეალურ დონეს და ეიფორია დასრულდება,რაც ძალიან კარგი იქნება. ემოცია ნაკლები იქნება და საქმის კეთებას უფრო ხარისხი დაედება,მერე მართლაც შესაძლებელია ტოლსწორად თამაში ყველასთან. უნგრეთმა თუ ათრია ინგლისი,რა ჩვენ ვერ ვათრევთ? ოღონ ამ მომენტში ვერ ვათრევთ,ჩეხების ნათრევი გუნდი ინგლისს ვერ ათრევს,ძველი ინგლისური ანდაზაა. თაობა შეცვალე ვილი ან ვინცხა იღებთ გადაწყვეტილებას,კაშიას ცხვარი ყავს გამობმული უკვე ფეხზე. არც ქოჩორაშვილი არის სტაბილური და ისიც ჩასანაცვლებელია. რა თქმა უნდა ქოჩორა გუნდში უნდა იყოს,თუმცა გადამწყვეტ თამაშებში მისი ნდობა არ შეიძლება. კარგი კახელი ბიჭია,შემოევლოს ჩემი თავი,თუმცა საქმე არ უნდა გაფუჭდეს ამით. ლომინაძე უნდა დაწინაურდეს პირველ გუნდში,კვერნაძე უნდა მოისინჯოს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე,რამეთუ ერთად დადგნენ ეგ და კვარა. კიდევ არის რამოდენიმე კარგი ბიჭი უ 21 ნაკრებში,აზაროვი მაგალითად და ტყუპი ძმებიც ძალიან მომწონს. კარგი სელექციით შესაძლებელია ახალგაზრდული და დიდი ნაკრებში ისეთი დაბალანსებული გუნდის შექმნა,რომელიც 2-3 წელში შედეგზე გავა. 2-3 წელში კაშია იქნება 80 წლის და კვერკველია 81,ხოდა დროა ჩანაცვლდნენ.ამ ახალგაზრდულში არ მომიხსენიებია გოგლიჩიძე,რომელიც უკვე იყო ნაკრებში და მაგიტომ. დროა თაობა შევცვალოთ და ამ შესარჩევზე უნდა მოხდეს ეს ამბავი. გასვლით მაინც ვერ გავალთ,ნუ მე ასე მგონია და დრო არ უნდა დაიკარგოს,თაობა გამოსაცვლელია.აბა,რისთვის მიხარია ახალგაზრდების წარმატება,თუ მათი პროგრესი შეჩერდება და ნაკრებში ისევ კაშია უნდა იყოს? ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება,კაშიას მადლობას მოვუხდით სამსახურისთვის და კარგი გულიანი გაცილებაც ეკუთვნის.
იასონას უდარი
08:14 22-11-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული