ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - კალათები და წილისყრის თარიღი

AutoSharing Option
ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის რომელი გუნდი რომელ კალათას დაიკავებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-3 ადგილი ირგუნა, ამავე ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებს და მე-3 კალათაში იქნება განთესილი. კალათები ასე გამოიყურება:

პირველი კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია პორტუგალია, იტალია, ხორვატია, ბელგია, ავსტრია, დანია.

მეორე კალათა: თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უელსი.

მესამე კალათა: სლოვენია, შოტლანდია, ბოსნია, საქართველო, ფინეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ
ირლანდია.

მეოთხე კალათა: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ესტონეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლიეტუვა, ფარერები, ლატვია, ბელარუსი.

მეხუთე კალათა: მოლდოვა, ანდორა, მალა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ამა წლის 13 დეკემბერს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპი კი 2025 წლის მარტში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
იასონას უდარს, ეს რა გენიოსი სპეციალისტი გვყოლია საქართველოში. როგორ დაალაგა ყველაფერი, რად გვინდა სანიოლი მოვიწვიოთ იასონა დროზე თორე თუ მისი ეს ნაშრომი წაიკითხეს შეიძლება წაგვართვან.
აღებულია შენი უდარი იასონ.
lolo
22 ნოემბერი 2024 12:49
5
გენიოსი სპეციალისტი არ ვარ,ფაქტები გვეუბნება ჩემს სიმართლეს და თქვენ რამე არგუმენტი დაგეწერა.ხომ არ მეთანხმები და არგუმენტით გაგეჩუმებინე,მარა ხომ ვიცი,შინაარსში არ შედიხართ. რატომ არ ვარ მართალი და იმიტო ხო? უკრაინასთან ორივე გოლი ქოჩორაშვილის შეცდომას მოყვა და დაცვამ გადაწყობა ვერ მოასწრო,დააკვირდი ჩეხეთთან გაშვებულ გოლებს და შენვე დაინახავ სად არის პრობლემა. ვინმეს ჟინი კი არ მჭირს,საქმე თუ გინდა გაკეთდეს,მაშინ მტკივნეული პროცესი უნდა გაიარო.აბა,რა გგონია,ჰოპლა და ეგრევე მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებ? არ არის ეგრე,თორე მაგას რა ჯობია,ადგები და ეგრე იზავ,მარა შედეგი ეგრე არ მოდის. უბრალოდ,ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ მართველთა კლასს,ფეხბურთშიც და ისედაც. კობახიძე ხომ გვეუბნება რო 8 წელია რევოლუციას აწყობენ ერთიდაიგივე ხახლიო,აბარდაგებენ სიტუაციას და ა.შ.,თუნდაც ახლა. ეს რატომ ხდება იცი,არ ისჯებიან და მიტომ. რა პატარაო,რატომ ტირიხარო? და ბავშვი რო ეუბნება,გამსდის და ვტირივარო. ასეა ჩვენი საქმეს,გასდით ასეთი სელექცია ფეხბურთში,ყოველთვის გამოჩნდებიან თქვენაირები და დაიცავენ. ვის იცავ ან ვისგან,ჩემგან? სამწუხაროა ეს ამბავი
იასონას უდარი
22 ნოემბერი 2024 19:05
0
იმ სერიიდან,ქე რო 16 საუკეთესო გუნდს შორის მვხვდით და ამით ამაყობდა მთელი ერი,ზოგი ესპანეთის გამოგდებას და ტიტულის მოგებაზეც საუბრობდა(გვყავს ეგეთი ხალხიც ქვეყანაში),არ უნდა გაგვიჭირდეს მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება. ვის ვერ მოვუგებთ ჩამოთვლილი გუნდებიდან? თუმცა რეალობა სხვა არის,რეალურად საპატიო მესამე ან მეოთხე ადგილს დავიკავებთ,რაც გამოაჩენს ჩვენ რეალურ დონეს და ეიფორია დასრულდება,რაც ძალიან კარგი იქნება. ემოცია ნაკლები იქნება და საქმის კეთებას უფრო ხარისხი დაედება,მერე მართლაც შესაძლებელია ტოლსწორად თამაში ყველასთან. უნგრეთმა თუ ათრია ინგლისი,რა ჩვენ ვერ ვათრევთ? ოღონ ამ მომენტში ვერ ვათრევთ,ჩეხების ნათრევი გუნდი ინგლისს ვერ ათრევს,ძველი ინგლისური ანდაზაა. თაობა შეცვალე ვილი ან ვინცხა იღებთ გადაწყვეტილებას,კაშიას ცხვარი ყავს გამობმული უკვე ფეხზე. არც ქოჩორაშვილი არის სტაბილური და ისიც ჩასანაცვლებელია. რა თქმა უნდა ქოჩორა გუნდში უნდა იყოს,თუმცა გადამწყვეტ თამაშებში მისი ნდობა არ შეიძლება. კარგი კახელი ბიჭია,შემოევლოს ჩემი თავი,თუმცა საქმე არ უნდა გაფუჭდეს ამით. ლომინაძე უნდა დაწინაურდეს პირველ გუნდში,კვერნაძე უნდა მოისინჯოს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე,რამეთუ ერთად დადგნენ ეგ და კვარა. კიდევ არის რამოდენიმე კარგი ბიჭი უ 21 ნაკრებში,აზაროვი მაგალითად და ტყუპი ძმებიც ძალიან მომწონს. კარგი სელექციით შესაძლებელია ახალგაზრდული და დიდი ნაკრებში ისეთი დაბალანსებული გუნდის შექმნა,რომელიც 2-3 წელში შედეგზე გავა. 2-3 წელში კაშია იქნება 80 წლის და კვერკველია 81,ხოდა დროა ჩანაცვლდნენ.ამ ახალგაზრდულში არ მომიხსენიებია გოგლიჩიძე,რომელიც უკვე იყო ნაკრებში და მაგიტომ. დროა თაობა შევცვალოთ და ამ შესარჩევზე უნდა მოხდეს ეს ამბავი. გასვლით მაინც ვერ გავალთ,ნუ მე ასე მგონია და დრო არ უნდა დაიკარგოს,თაობა გამოსაცვლელია.აბა,რისთვის მიხარია ახალგაზრდების წარმატება,თუ მათი პროგრესი შეჩერდება და ნაკრებში ისევ კაშია უნდა იყოს? ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება,კაშიას მადლობას მოვუხდით სამსახურისთვის და კარგი გულიანი გაცილებაც ეკუთვნის.
იასონას უდარი
22 ნოემბერი 2024 08:14
6
ცოტა ამათ დაბალ ტემპზეც დაგეწერათ? ევროზე ცოტა მოუმატეს და შედეგიც დაიდო და მერე ვინმემ დათარსა თუ რა არის რომ ვეღარ უმატებენ ტემპს?
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
22 ნოემბერი 2024 14:33
0
სად უნდა გავიდნენ, როგორ და რა რესურსით.....მაიცათ ერთი....მართლა სჯერა ამ ხალხის ვარსკვლავები გვყავსო ....???
მიწაზე დაეშვით
22 ნოემბერი 2024 02:42
17
კრისტალგიდრატი 100%
ზურა ცეტი
22 ნოემბერი 2024 12:38
0
მიეცათ უსაქმურებს საქმე.რას მარჩიელობთ თქვე ჭორიკნებო.ჩატარდება წილისყრა და ნახავთ რა.ეს მინდა,ის მინდა.ვინც არ უნდა შეგვხვდეს მაინც ვერ გავალთ მსოფლიოზე.
zaza
22 ნოემბერი 2024 00:50
8
ჩემი აზრით პირველი კალათიდან ხორვატია ჯობია, თაობათა ცვლა მიდის მანდ და არა ის ძველი ხორვატია რაც იყო,
ხორვატია
სლოვაკეთი
საქართველო
ლიტვა
გოგა
21 ნოემბერი 2024 23:01
1
პასუხი

დიდი აღმავლობაა გრანდათ მიჩნეული ჰოლანდიისთვის ბოსნიის და უნგრეთის ვერ დამარცხება გასვლაზე, როცა ჩვენ ბიჭებს რამის დავავალდებულეთ მათზე არანაკლებ თუ უფრო ძლიერი არა ჩეხეთან გასვლაზე მოგება. იდეალური პირველი ნაკრებიდან ძნელია დაასახელო, იგივე ავსტრიამ რომელსაც აქ ასახელებს ბევრი ჩემს დასახელებულ ჰოლანდიას მოუგო როგორც გვახსოვს ევროპაზე.
G.LA
21 ნოემბერი 2024 21:58
0
აღმავლობის გზაზე დამდგარი ჰოლანდია რა ჯანდაბად გინდა. ბელგია რო გეთქვა კიდე ჰო.
G.LA-s
21 ნოემბერი 2024 20:10
0
4 გუნდიანში ვიქნებით, რადგან მარტში 2 მატჩიანი პლეიოფი გვაქვს სათამაშო ერთა ლიგის და სექტემბრიდან დავიწყებთ შესარჩევს.
11
21 ნოემბერი 2024 20:05
5
ვფიქრობ რომ 4 გუნდიან ჯგუფში მოხვედრა უკეთესი იქნება.
საუკეთესო ვარიანტი ასე მიმაჩნია:
1.ავსტრია
2.სლოვაკეთი
3.საქართველო
4.ლატვია/ლიეტუვა/ფარერები-სულერთია
ქობულეთიდან
21 ნოემბერი 2024 18:02
1

სასურველი 1-დან ბელგია, ავსტრია, დანია, ჰოლანდია, შვეიცარია.
სასურველი 2-დან სლოვაკეთი, უელსი, პოლონეთი, ჩეხეთი.
სასურველი 4-დან ლატვია, ლიტვა. კვოპროსი,
G.LA
21 ნოემბერი 2024 17:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული