სომხეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს წინააღმდეგ რაული იქნება? - რას ამბობს ადგილობრივი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კანდიდატებზე

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიქოღოსიანმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის მოლაპარაკებებზე Fast Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოლაპარაკებები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი შეხვდა მიშელ ტერ-ზაქარიანს, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური მოთხოვნები აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ მარგარ აღაჯანიანის ვერსია და შევხვდით მას.

გვინდა, რომ ახალი მწვრთნელი უცხოელი იყოს. კაპაროსმა და პეტრაკოვმა აჩვენეს, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ სპეციალისტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. მივხვით იმასაც, რომ სასურველია ახალი მწვრთნელი ახალგაზრდა იყოს, რადგან ახალგაზრდა პროფესიონალები უფრო მეტის მიღწევას ცდილობენ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანდიდატთა სიაში
ლეგენდარული რაულიც გვყავს. "ნოას" მთავარ მწვრთნელ რუი მოტაზე გავრცელებული ინფორმაცია კი ტყუილია", - თქვა ნიქოღოსიანმა.

ინფორმაციისთვის, რუი მოტა ის ადამიანია, რომელიც გორის "დილას" წვრთნიდა და შემდეგ სამუშაოდ სომხეთში წავიდა. ერთა ლიგის ბოლო 2 ტურში სომხეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელის მოვალეობას 52 წლის სურენ ჩახალიანი ასრულებდა. 

შეგახსნებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ სომხეთი იქნება.

altერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 15 /
მე სომხების ნაკრებში? არასოდეს.
უშანგი
20:10 13-12-2024
0
ახლა, როცა სომხეთის ნაკრების მეტოქე ცნობილია( საქართველო), ასეთ უაზრო შემოთავაზებაზე არც ჩავი და არც თუნდაც გვარდიოლა არ მოაწერენ ხელს, ჯობია ხაჩალიანი იყოს
რეზო
19:47 23-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული