სანიოლი: მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ, სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.

რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია
ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
Saniol madloba yvelapristvis magram shen am shesarchevisdros aq darchi kargad qonia chvens qveyanas saqme....
Achi
13 დეკემბერი 2024 20:20
11
ისე კალენდარი კი დაჯდა საჩვენოდ, პირველ 2 თამაშს სახლში ვითამაშებთ, თურქებთან და ბულგარელებთან, ბოლო ტურებშიც, ესპანწთს ვიღებთ და ბულგარეთან გასვლა, ნუ აქაც ყველაფერი ჩვენს ხელთა, მაგრამ გუნდმა სწრაფი ფეხბურთო თუ არ ითამაშა, შანსი 0 გვაქ, მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელამდე სისწრაფე, რაც გამოსდიოდა ჩვენ ნაკრებს, ბოლო 4 თამაშს თუ არ ჩავთვლით
გოგა
14 დეკემბერი 2024 10:06
0
საშინაო კი არა დასკოლო...
რა ფეხებს იზამთ , ნეტაი თურქებთან არ შეარცხვინოთ ქართველი ხალხი და გარაგიშენდათ პატრონი, ფეხბურთელებიან მწვრთნელებიანა, ლაქლაქი ქე იცით, ფეხბურთის თამაშის რა მოგახსენო
საქართველოს გაუმარჯოს
14 დეკემბერი 2024 04:35
16
აშკარა აუტსაიდერი ვართ და ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან არავინ იცის როდის გაისვრის ძველი ფილთასავით.
ჟორა
14 დეკემბერი 2024 00:37
7
რა გჭირთ ამ ხალხს რა დეგრადაცია დაგემართათ? რტომ ვართ აუთცაიდერები რა ლოგიკით ბაზრობ მაგას? ბულგარეთი ცვენზე ძლიერია? ან თურქეთმა რა ქნა ევროპაზე ჩვენზე მეტი? ან ერთა ლიგაზე? უელსმა აჯობა. რატომ აკნინებ ასე შენი ქვეყნის გუნდს. თუ არის შენი საერთოდ და შემოგზავნილი არ ხარ.
გიორგი
14 დეკემბერი 2024 01:42
5
თუ მარტამდე პატარა ბელადი რუსეთში გაიქცევა, მაშინ საშინაო შეხვედრებს დინამოზე ჩავატარებთ.
ქ. გ.
14 დეკემბერი 2024 07:07
5
Aba zidans chven ver moviyvant.fexburtelebi gvinda bevri topi tore 12kacit ver gumklavdebit am jgufs.
Gia
14 დეკემბერი 2024 00:19
0
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავსო, და ჩვენ რა, ქართველებს მეზარბანეები არ ყავსო? შენ ვერ უნდა მიხვდე რო გუნდიდან შენი ბებრები, ახალგაზრდებით შეცვალო? ან მაგარი გულშემატკივრები ყავთო რა, ჩვენზე მაგარი გულშემატკივარი ყავს თურქეთს? ვინაა ეს.
შენ შემადგენლობა შეარჩიე კარგად და რამე კომბინაცია მოიფიქრე მანდ, 100 კუთხურიდან და 49 ჯარიმიდან ერთი რომ არ გაქვს რეალიზებული. უსმინე ახლა ამას შენ, დაიწყო ახლა აქ რაღაცეები....
მალხაზ ჯობავა
14 დეკემბერი 2024 14:29
1
?ვილი, შედი ძმაო მინდორზე და თვითონ ურტყი ჯარიმები და კუთხურები, თორემ, ხომ ხედავ რეალიზზციას გიწუნებენ!
Guriec
25 დეკემბერი 2024 04:20
0
სანიოლი ნამდვილი ჯადოქარი გამოდგა.ერთადერთი ფეხბურთელი, კვარაცხელია ყავს რომელიც ტოპ ჩემპიონატის გუნდის ძირითადში თამაშობს.დანარჩენები მეორეხარისხოვან ჩემპიონატებში.როგორ შეძლო ასეთი ხალხით კონკურენტული გუნდის გაკეთება. მართლა მიკვირს.არა მგონია ასეთი შედეგი ვინმე გაპიარებულ ნწვრთვნელს დაედო.გვარდიოლა ერთ ციკლსაც ვერ გაუძლებდა.
ხუმრობის გარეშე.
14 დეკემბერი 2024 17:53
1

სიახლეები პოპულარული