იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ, კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური
მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე".

nakrebi.ge

altსანიოლი: მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს

altმონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

altოთარ გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

altჯგუფში ნაცნობ მეტოქესთან - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაზე ვიწვალეთ და გავედით და მეორე ამ ჯგუფიდან გავალთ..ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ არმჯერავს ამ ნაკრების ჯერ ჯერობით დაცვა ნახევარ დაცვა გვყავს ნოლიი ვინ ესპანეთს და თურქეთს უნდა ვაჯობოთ ეს ხო არარეალურიაა ბულგარეთიც კი არაა ხელ წამოსაკრავი დამიჯერეთ....
სიმართლე
22:20 13-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული