ახალი დამრიგებლით საქართველოსთან - რატომ დაწერა გადადგომაზე განცხადება ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა

AutoSharing Option
ბულგარეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ატანას ფურნაჯიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართათ და სურვილის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ფურნაჯიევმა განაცხადა, რომ ძალით ვერავის ამუშავებენ, მთავარი გუნდის დამრიგებელს შეხვდებიან და ამ საკითხზე დაილაპარაკებენ.

rte.ie-ის ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი ილიევის საკლუბო საქმიანობა გახდა. ის ბულგარეთის ნაკრებთან ერთად ადგილობრივ გუნდ "ჩერნო მორესაც" წვრთნის, რომელიც ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს.

"ჩერნო მორეს" მეტოქეები ჩემპიონატში ინტერესთა კონფლიქტის გამო ილიევის საქმიანობით უკმაყოფილონი იყვნენ და მაგალითად, გათამაშების ლიდერმა "ლუდოგორეცმა" ოფიციალური საჩივარიც შეიტანა, რის შემდეგაც ბულგარეთის
ლიგის პრეზიდენტმა ილიევის გადადგომა მოითხოვა.

ილიევი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2023 წლის ნოემბერში დაინიშნა. შეხსენებისთვის, ბულგარეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული