
გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას.
გიორგი მამარდაშვილი - სანიოლმა კი თქვა, "მამარდა" ორი წელია გადაბმულად თამაშობს (ევროპის ახალგაზრდული
მაინც ვთქვათ, რომ გიორგი ლორია და ლუკა გუგეშაშვილი ერონულ გუნდში კარგი სათამაშო პრაქტიკით არიან.
ოთარ კაკაბაძე - როცა საქმე დაცვასა და შეტევაში ბალანსს ეხება, "კრაკოვიას" მცველი უალტერნატივოა. მისმა ტექნიკის დემონსტრირებამ სომხებს მარჯვნივ პრობლემები უნდა შეუქმნას. მთავარია, ოთარის მხრიდან სტაბილური თამაში ვიხილოთ, ამ მხრივ ბოლო დროს ნაკრებში გარკვეული პრობლემები არსებობდა.
საბა გოგლიჩიძე - "ემპოლის" მცველმა ჩვენ ნაკრებს სრულიად ახალი უნარები უნდა შესძინოს. 20 წლის ფეხბურთელი პასითა და შეტევის კარგად წამოწყებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატმა საბას ფიზიკური ორთაბრძოლების მხრივაც ბევრი მისცა.
ლუკა ლოჩოშვილი - ყოველთვის ვამბობთ, რომ მწვრთნელი უშუალოდ მეტს ხედავს და აკვირდება და გარედან ყველაფრის განსაზღვრა რთულია. რასაც ვხედავთ, ლუკა ლოჩოშვილი ახლა ლაშა დვალზე უკეთეს ფორმაშია და პრაქტიკაც მეტი აქვს. თუკი ჩვენი სამწვრთნელო შტაბი კვლავ 3 მცველს დაეყრდნობა, კაშიას შემცვლელად უფრო დვალი წარმოგვიდგენია, 2 ცენტრალური მცველის შემთხვევაში კი აქ ლუკას თამაშის მეტი შანსია. შესაძლოა, ეს იმის გამოც არ მოხდეს, ლოჩოშვილი კვლავ ფლანგზე ვიხილოთ.
არ ვიცით, დებიუტანტი ლაცაბიძე ახლა წუთებს რამდენად მიიღებს, ისე კი მისი თამაში ე.წ. შუა ცენტრალურ მცველად წარმოგვიდგენია.
ირაკლი აზაროვი - ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ წესით სასტარტოში ადგილი უნდა მიიღოს. ფრანგი მწვრთნელიც უკეთ დააკვირდება, დაცვაში თამაშის კუთხით ირაკლიმ რა შეცვალა, იერიშებში ჩართვა კი აზაროვს წარმატებით ეხერხება. იქედან გამომდინარე, საქმე პლეი-ოფთან, პირველ დაპირისპირებასთან და თანაც, სტუმრად გვაქვს, იქნებ
ვილის მხრიდან ნაკლები რისკი ვიხილოთ და ფრთაზე, პირველ რიგში, დაცვაში ძლიერი ფეხბურთელი ვნახოთ.

ანზორ მექვაბიშვილი - თუკი მანამდე ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულ ოთარ კიტეიშვილს ცვლიდა, თანაც საკმაოდ კარგად, ბოლო პერიოდში დაზიანების გამო მას გაუცდა, თუმცა უკვე ფორმა აღიდგინა. მექვაბიშვილს, რუმინეთის ჩემპიონატში, 3-კაციან ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილება როგორც მარჯვნივ, ასევე ცენტრში აქვს. ოთხი მცველის შემთხვევაში მისი, როგორც დაცვისა და შუა ხაზის დამაკაშირებლისა და დამზღვევის როლი უფრო გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატზე დავრწმუნდით, რომ 23 წლის ნახევარმცველი ბევრს მოძრაობს და კარში დარტყმასაც არ ერიდება.
ვილი სანიოლი თუ გადაწყვეტს, ცენტრში ერთით ნაკლები ფეხბურთელი ჰყავდეს, მაშინ სასტარტოში გიორგი გოჩოლეიშვილის ან გიორგი წიტაიშვილს უნდა ველოდოთ, ვინც მარჯვნიდან შეუტევს.
ოთარ კიტეიშვილი - ამ შეხვედრაში ჩვენი კაპიტანი, რომელმაც ავსტრიაში ბოლო ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა, გუნდში "ათიანია", ჩვენ ნაკრებში კი "ექვსიანის" როლს მშვენივრად ირგებს და ამ საქმეში კონკურენტი არ ჰყავს. "კიტეს" ძალიან დახვეწილი პასი აქვს, მოედანს კარგად გრძნობს და თითქოს არაფრიდან კარგი შეტევის წამოწყება შეუძლია. ოთარი ის ფეხბურთელია, რომლის მინდორზე არყოფნასაც ყოველთვის შესამჩნევია.
გიორგი ქოჩორაშვილი - "ქოჩორა" დაუღალავია და აქვს უნარი, ნახევარდაცვაში დიდი სამუშაო გასწიოს. გუნდში მისი სტატისტიკა, 6 გოლი და 4 საგოლე პასი, გიორგის უნარებს კარგად გვაჩვენებს. ბოლო სანაკრებო შეხვედრები მისი საუკეთესო ვერსია არ ყოფილა და ახლა სრულყლფილად დაბრუნებას ველით.
გიორგი ჩაკვეტაძე - თუკი ახალ ტაქტიკურ სქემაზე, 4 მცველსა და სამ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს, პირველ მატჩში "კვარა" არ გვეყოლება, მაშინ დანიოლისგან სრული თავისუფლება უნდა მიიღოს და ის როგორც გამთამაშებლად, ასევე მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ. მითუმეტეს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ შემადგენლობაში ნახევარდაცვაში გამოკვეთილი ფლანგელები არ გვყავს. თუკი "ჩაკვე" საკუთარ თამაშს "დაიჭერს", მისი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.
ზურიკო დავითაშვილი - ერთი შეხედვით, ზურიკომ შეტევაში კვარაცხელიას პოზიცია უნდა დაიკავოს, მაგრამ თუკი სისტემა შეიცვლება, მარცხნივ მოქმედების არეალი ჩაკვეტაძეს ექნება, დავითაშვილი კი, რომელიც მეორე ფორვარდად წარმოგვიდგენია, მარჯვენა ფლანგიდან შეტევასაც შეძლებს, სადაც კაკაბაძე იაქტიურებს.
გიორგი მიქაუტაძე - მისი "გადაკეთების" მცდელობა როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში წარუმატებლად დასრულდა. გიორგი გამოკვეთილი ფორვარდია და სხვა პოზიციაზე მისი გამოყენება ნაკლებად პროდუქტიულია. "ლიონელს" ეროვნულ გუნდში დიდი როლი აქვს მაშინაც, როცა კონტრშეტევებზე ვთამაშობთ და პოზიციური იერიშების დროსაც მშვენიერი დამგვირგვინებელია. გასულ შემოდგომაზე, ალბანეთთან შინ, დავინახეთ, მოედანზე რაოდენობრივად ბევრი შემტევი უკეთესი შედეგის გარანტია ვერ იქნება, ამიტომ ბუდუ ზივზივაძეს მეორე ტაიმში ველით.
ფეხბურთელები, რომლებიც არ გვიხსენებია, მაგრამ 5 შეცვლის გათვალისწინებით, დროის მათთვის დათმობაც შესაძლებელია:
ლევან შენგელია, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორი ზარია.
P.S. Sportall.ge ყოველთვის იცავს საავტორო უფლელებს და პირიქით, მისი მსხვერპლი თავად ვართ, როცა ჩვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციები წყაროს მითითების გარეშე ვრცელდება. სანაკრებო სტატიების ირგვლივ, ძირითადად, nakrebi.ge-ს ფოტოებს ვიყენებთ. მიგავჩნია, რომ ამ საიტის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ესაა და ამისთვისვის მადლოებლიც ვართ. თუკი გამონაკლის შემთხვევაში, კონკრეტული ფორმატიდან გამომდინარე, ფოტოს ის ნაწილი მოიჭრა, რომელზედაც საავტორო ლოგო იყო გამოსახული, ეს საავტორო უფლებების დარღვევის საბაბით ნამდვილად არ მომხდარა.
მამარდაშვილი
გოგლიჩიძე დვალი ლოჩოშვილი
წიტაიშვილი ქოჩორაშვილი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი აზაროვი
მიქაუტაძე ზივზივაძე
საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად მოჩანს ასეთი გუნდი. საერთოდაც მგონია, რომ ევროპის საშუალო რანგის გუნდებს (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი) არაფრით ჩამოუვარდება. სომხების მიმართ პატივისცემის მიუხედავად ამ ეტაპზე მათი ნაკრების დონე, ჩვენების საპირწონედ აშკარად არ გამოდგება. წარმატება ჩვენს ლომებს და თითოეულ თქვენთაგანს!!!