
სომხეთის ნაკრებთან სტუმრად დამაჯერებლად მოგებული ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"როგორც ვიცი, ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მის თამაშს, ალბათ, არ გავრისკავთ. ბოლო დროს გუნდში კარგი იყო და დღესაც კარგად ითამაშა.
ჩვენ გავარჩიეთ სომხეთის ნაკრების თამაში და ვიცოდით, მიქაუტაძეს თავისუფალი სივრცეები შეექნებოდა. მან ეს გამოიყენა და ისე ითამაშა, როგორც ამას ბოლო დროს კლუბში ვხედავთ. შემოდგომაზე სტარტი გვიჭირდა და დღეს აქცენტი ამის შეცვალასა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ. ასეთ დროს საგოლე მომენტების გამოყენება
კაშიას არყოფნაში სიახლეებისთვის კარგი დრო იყო. დაცვითი ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე მატჩში რაღაცებს შევცვლი. ამის მიუხედავად იმედია, შეთამაშება იქნება".
ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან