ვან ტ'სხიპი: ჩვენი ფეხბურთელები ქართველების დონის მიღწევას უნდა ეცადონ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩში 0:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა გააკეთა:

"შედეგი თამაშის შესაბამისია და ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც ამ ორ გუნდს შორის არსებობს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ვიზავი უფრო მოწიფულია. სამივე გაშვებული გოლისას დაცვაში შეცდომები დავუშვით. ეს იმ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც ამჟამად ჩვენი გუნდი იმყოფება. მთავარია, ფეხბურთელებმა მუშაობა გააგრძელონ და ეცადონ საქართველოს ნაკრების დონეს მიაღწიონ.

გვქონდა დადებითი მომენტები, მაგრამ როდესაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან ასეთ შეცდომებს უშვებ, ძნელია სხვა შედეგის იმედი გქონდეს. ჯერ
ცვლილებზე საუბარი ნაადრევია, ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო. შესაძლოა, თბილისში შემადგენლობაში ცვლილებები განვახორციელო. ამაზე ამ დღეებში ვიფიქრებთ.

ამ გუნდს ისეთ გამოცდილ და მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან კონკურენციის გასაწევად, როგორიც საქართველოა, აუცილებელი დონის მიღწევა და გაზრდა სჭირდება. გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა იქონიონ და იმედოვნონ, რომ ეს შესაძლებელია. აუცილებელია ბურთის დაკარგვების რაოდენობა შევამციროთ და ისეთი კადრები შევარჩიოთ, რომლებთანაც მომავალში ვიმუშავებთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ერევანში იმპრესიონისტების გამოფენის შემდეგ კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარია ადგილობრივმა მხატვრებმა მუშაობა გააგრძელონ და ეცადონ იმპრესიონისტების დონეს მიაღწიონ.
თემური
12:59 21-03-2025
0
ვან ტერ სხიპიანც, არ ჩამოხვიდეთ დინამოზე 3-0 წაგება ჩაგეთვლებათ და თუ ჩამოხვალთ 7-0 გარანტირებული გაქვთ!
მწვრთნელი
12:14 21-03-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული