ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სომხეთი 3:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Whoscored: მამარდაშვილი 7.9, კაკაბაძე 7.1, გოგლიჩიძე 7.4, ლოჩოშვილი 7.0, აზაროვი 7.8, კვეკვესკირი 6.7, ქოჩორაშვილი 7.8, კიტეიშვილი 7.5, დავითაშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 7.5, მიქაუტაძე 8.8, მექვაბიშვილი 6.1, წიტაიშვილი 6.0, ზივზივაძე 6.5, დვალი 6.3, გოჩოლეიშვილი 6.4.

Sofascore: მამარდაშვილი 8.0, კაკაბაძე 7.2, გოგლიჩიძე 7.1, ლოჩოშვილი 6.9, აზაროვი 7.6, კვეკვესკირი 6.5, ქოჩორაშვილი 8.1, კიტეიშვილი 7.2, დავითაშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 7.5, მიქაუტაძე 8.7, მექვაბიშვილი 6.7, წიტაიშვილი 6.9, ზივზივაძე 6.7, დვალი 6.9, გოჩოლეიშვილი 6.7.

Flashscore: მამარდაშვილი 8.0, კაკაბაძე 7.1, გოგლიჩიძე 6.8, ლოჩოშვილი 7.3, აზაროვი 7.3, კვეკვესკირი 6.6, ქოჩორაშვილი 7.7, კიტეიშვილი 7.9, დავითაშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 7.9, მიქაუტაძე 8.8, მექვაბიშვილი 6.5, წიტაიშვილი 6.7, ზივზივაძე 6.6, დვალი 6.7, გოჩოლეიშვილი 6.5.

irakli
ესეთი დაუნახავი ეა ხარ თენგო სომეხი იქნებიი შენ არაა ეს ქართველის კომენტარი
მარხულობ ?
და ამიტომ განიკითხავ ასე "რბილად" ... ------- მაინც რამდენი "გულანთებული" ტროლია ამ საიტზე ?!
არა და
აქამდე ვკითხულობდი თქვენს კომენტარებს... ამხელა "რომანის ზომის და ფორმატის მოთხრობის" წაკითხვა ? მე პირადად, ნაღდად არ ვაპირებ. ზომიერებაა საჭირო ... წარმატებები !
ვოვა ქოჩლაძე
ძააან მაგარი იყო, ვისიამოვნე, თანაც პრინციპულ მეტოქესთან სამეზობლოში მოგება ბევრს ნიშნავს და კიდევ მრავალი წლის შემდეგ ექნებათ საბლატაო ჩვენს მომავალ თაობებს. თამაშს რაც შეეხება, სათქმელიც არაფერია ,იმხელა იყო კლასში სხვაობა ჩვენებსა და სომეხ ფეხბურთელებს შორის, თანაც ისეთი ანგარიშით დასრულდა, იფიქრები-უიი!! ეს რა იყოო!!, ავშენებულვართ და მე ვერ გამიგია და ა.შ.შემდეგ,,,,ასეთი შეგრძნება მხოლოდ ჰოლანდია-ესპანეთის და სხვა ღამის თამაშებანდე გამყვა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა ერევნის მატჩისგან-სულ სხვა ხარისხი,სისწრაფეები,ფეხბურთელების ელვისებური აზროვნება და მათი კვალიფიკაცია, ისე როგორც ატმოსფერო სტადიონზე და თუ გინდათ სატელევიზიო შეფუთვის ხარისხი, ყველაფერი ამის შემდეგ სწრაფად ხვდები რომ ჯერ კიდევ ძალიან შორს ხარ-ფაქტიურად გზის დასაწყისში, მერე გახსენდება რომ მოუგე უეფას რეიტინგით 95-ე ნაკრებსდა შენ თვითონ 70-მეათე ხარ, ასევე თამაშის სტატუსიც არ არის მაიცნ და მაინც საამაყო-გიწევს ბრძოლა ადგილის შესანარჩუნებლად ჯგუფში, სადაც საშულო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებია......ღმერთმა ნუ ქნას როგორც ჩვენი რაგბის გუნდია ისე გადაიქცეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები-მაჩანჩალების ჩემპიონები,აგერ უკვე თითქმის მე-3 დი საუკუნეა ყველაფერს იგებენ სუსტებში, მაგრამ იმ ძლიერებს ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდნენ. ასე რომ არ იყოს, სომხებთან მოგება საყოველთაო ზეიმად და უქმე დღეთ კი არ უნდა გამოვაცხადოთ, არამედ უფრო სოლიდურად უნდა აღვითქვათ,როგორც კანონზომიერი და შევეცადოთ მომდევნო 5 წელიწადში ხორვატიის დონეს მივუახლოვდეთ, თორემ სანიოლს რომ ჰკითხო- ა ჯგუფისთვის მზად არ ხართოო, აბა როდის- კვარა, ქოჩორა,ჟორჟი,მამარდა, ჩაკვე, დათაშვილი, ბუდუ ღრმა ვეტერანები რომ გახლდებიან?? ისინე ახლა არიან ოპტიმისტურ ასაკში და თამასა უფრო უნდა ასწიონ, თორემ როდის წამოვა კიდევ ასეთი თაობა ერთად ღმერთმა იცის, ხოლო კვეკვესკირის, ლოჩოს, დვალის, კაშიას, ბოჩოლას, თუ წიტას,დონის ფეხბურთელები ჩვენთან ყოველთვის პაჩკობით იყო, მაგრამ შედეგი ხან ასეთი იყო ხან ისეთი, უახოესი მომავალი თაობა რაც არის კი ნახეთ, პოლონეთმა და კაზახეთმაც როგორ გადაუარა ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს..... ისე მაინც მაგარი იყო სომხებს რომ მოვუგეთ ,თან იქ!!... ჩემს მეზობელს არტუშას დღეს ფერი არ ედო,არა და გუშინ იძახდა ჩვენებს ვბალეშიკობ ვოვაჯანო, ახლა კი ვხდები ვისაც ბალეშიკობდა ეგ ოღრაში.....
სოსო
სულ ხუთი შეცვლის უფლება აქვს!აქედან ერთი,ლუკა ლოჩოშვილის ტრავმის გამო დავხარჯეთ.
სოსო
მექვაბიშვილის ბოლო თამაშს ვუყურე,თავის კლუბში!სასტარტოში იყო.ფიზიკურადაც საგრძნობლად მოძლიერებული ჩანს,თამაშსაც უკეთესად კითხულობს და უფრო მაღლა ათამაშა მწვრთნელმა.პრესინგზე,ზოგჯერ ყველაზე მაღლაც კი თამაშობდა და შექმნაზე.პირველი გოლიც მან გაიტანა.რათქმა უნდა დაცვასაც ეხმარებოდა.რაც წუხელ ქოჩორაშვილს ჰქონდა ფუნქციები,დაახლოებით იგივე საქმეს აკეთებდა.ერთ წელიწადში ეგეც სრულფასოვანი,უნივერსალური ნახევარმცველი გახდება და უფრო ძლიერ ჩემპიონატშიც წავა.კვეკვესკირს ჯერ კიდევ გამოიძახებს,დიდი გამოცდილების გამო,მერე კი,21 წლამდელებიდან,სხვა ბიჭებიც მოდიან,მექვაბიშვილთან ერთად.ჩვენ პრობლემად,დაცვის ხაზის უფრო სწრაფად გახდომა რჩება.სწრაფი,ტექნიკური და პოზიციურად ძლიერი ბიჭები,რომლებიც მაღლა აწეულები ითამაშებენ,ჯერ არ ჩანან და ეს ნაკრების გარდაქმნასაც ხელს უშლის.
თენგო
სომხებს მოუგეთ ამან არ უნდა გადაგვრიოს ამ გუნდით შორს ვერ წავალთ ვილის დატოვება იყო შეცდომა
ნუგზარი
ხვიჩა როცა იქნება, კიტე დაიწევს უკან.
სოსო
მამარდას 8,0 დაუწერეს და თითქოს რატომ,მან ხომ მხოლოდ 2 დარტყმა მოიგერია!ვალენსიაში 2 მოგერიებაზე 6,5 ქულაზე მეტს არ დაუწერდნენ,მაგრამ მთელი მატჩი ისე დამაჯერებლად იდგა და მერე,ისეთი საგოლე პასი გააკეთა,რომ შეფასება სრულიად დაიმსახურა.მხოლოდ სტატისტიკით,ამ შეფასებას არ იმსახურებდა.გამოდის რომ სააგენტოებმა ჩვენ თამაშს უყურეს და სათანადოდ დააფასეს კიდეც მამარდას თამაში! საწყის წუთებში,აომხები მაღალ პრესინგზე რომ წამოვიდნენ,ჩვენ გადაწყობილ უკანა ხაზს კი ჰქონდა პატარა შეცდომები,კვეკვეს ორ დაკარგვას და საჯარიმოს კუთხეში აზაროვის ადგილზე მოტყუებას და კარში სახიფათო დარტყამას ვგულისხმობ,მამარდამ რომ მოიგერია,სხვა ყფრო პატარა შეცდომებთან ერთად,მაგრამ მალევე დაალაგეს თამაში და ასეთი თვალში საცემი შეცდომები აღარ გვქონია.ლივერპულში პსჟს თამაში გაიხსენეთ,საწყის წუთებში რამდენი შეცდომა და დაკარგვა ჰქონდა პსჟს,ძალიან სახიფათო მომენტები რომ მოჰყვა.მერე,მათაც დაალაგეს თამაში,ბურთიც დაიჭირეს და კი ვნახეთ,როგორ დამთავრდა თამაში.აზაროვი ზოგადად წინ რომ მიდის,იქ არის სახიფათო და კარგი,თორემ დაცვაში,საშუალო მცველია.ალბათ ამიტომაც,4 მცველით ვითამაშეთ და ლუკა ლოჩოშვილმა საკმაო ხნის შემდეგ დაცვის ვენტრში ითამაშა.ის აზღვევდა აზაროვს და საბოლოო ჯამში,სომხებმა ბევრი ვერაფერი შესძლეს,ამ ფლანგიდან.კვეკვესკირი არ არის ძალიან მაღალი კლასის საყრდენი,მაგრამ ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და მისი დაყენებით,სანიოლმა ქოჩორას,ჩაკვეს და კიტეს,შეტევაში დიდი დროის გატარების საშუალება მისცა.რა თქმა უნდა ისინიც ეხმარებოდნენ დაცვას,მაგრამ უკან იმედიანად იყვნენ და შეტევაში დიდებულად გაისარჯნენ ბიჭები.ასე რომ კვეკვესკირის დაყენებამ,გუნდის შეტევით პოტენციალი გაზარდა და სანიოლის ჩანაფიქრიც ეს იყო.ანრი მექვაბიშვილი დაეყენებინაო,იტყვით.მის თაამაშს ბოლო ტურში ვუყურე და მაგრად აქვს მომატებული,მაგრამ იქ უფრო შემქმნელის ამპლუაშია,გოლიც გაიტანა,მაღლა თამაშობდა,პრესინგზე და პირველი თამაშისთვის,მაინც გამოცდილი და ზუსტად იმ პოზიციაზე მოთამაშე კვეკვე ამჯობინა.ლოჩოშვილი დაცვის ცენტრში,ყოველთვის მეშინია!ძალიან კარგი ბიჭია,მაგრამ დიდი გაბარიტები აქვს და მისი კომპლექციის გამო,ახლო ბრძოლაში,ცქვიტი და პატარა ტანის შემტევები,ხშირად ჯარიმაზე,ან პენალტზე იკიდებენ.ამ თამაშში ეგ არ მომხდარა,ეგ კი არა,ფაქტობრივად საჯარიმოში არც კი ვათამაშეთ სომხები და ეს რა თქმა უნდა ლუკას დამსახურებაცაა.ჩვენ მისი გევშინია და ისე გამოდის,მის წინააღმდეგ უფრო ხშირად უხეშობენ მოწინააღმდეგეები.შეტევაში რომ მიდის,მასზე აღებული ყვითელი ბარათებიც მახსოვს,ორ თამაშში და აქაც ტრავმა მიიღო.იმედია მისი ტრავმა სერიოზული არ არის და მალე დაუბრუნდება მოედანს.სეზონი იწურება და თავი კარგად უნდა წარმოაჩინოს ,თავის კლუბში!გოგლიჩიძე და კაკაბაძე ტრადიციულად სტაბილურები იყვნენ და ისე თამაშობდნენ,როგორც სხვა დროს(საბას ემპოლიში თამაშს ვგულისხმობ).ოთარისგან ამას მიჩვეულები ვართ,მაგრამ საბას არც კი ეტყობოდა,პირველ მატჩს რომ ატარებდა ნაკრებში.რა თქმა უნდა დებიუტს ვულოცავ და დიდ,წარმატებულ მომავალს ვუსურვებ. წინა ხაზზე რა ვთქვათ?ბიჭებმა სიამოვნებისათვის ითამაშეს და სომხეთის ნაკრებს დაუმტკიცეს,რომ კლასით საკმაოდ ჩამოგვრჩებიან.ბიჭებმა გუნდურად ითამაშეს და მესამე გოლამდე,ზეწოლა არ შეგვიმცირებია.3-0 ზე შეცვლები გაკეთდა გუნდი უფრო ბურთის დაჭერაზე გადავიდა და რა თქმა უნდა შეტევის სიმწვავემაც იკლო.უკვე დაღლილი, მწარე დამარცხებით გაღიზიანებულ სომეხ ფეხბურთელებს უხეშობაზე გადასვლაც შეეძლოთ და ტრავმების მიღება არაფერში გვჭირდებოდა.ალბათ ამითაცაა გამოწვეული შეცვლაზეწ შემოსულების ნაკლები აქტივობა და შედარებით დაბალი შეფასებები.თუმცა ჩვენ შედეგი უფრო გვაინტერესებს და ის მიღებულია!განმეორებით თამაშში,სანიოლს გაცილებით უფრო მეტი ცვლილებების გაკეთება შეუძლია,ტაქტიკაშიც და შემადგენლობაშიც.პირველი მატჩის შედეგი,ამის საშუალებას იძლევა.ამ თამაშმა დამანახა,რომ სომხეთის ნაკრები გაცილებით უარეს მდგომარეობაში ყოფილა,ვიდრე მე მეგონა.ჩვენი კარგი თამაშიც არ უნდა დავივიწყოთ,არაფრის საშუალება რომ არ მივეცით,მაგრამ მათ მაინც გაცილებით მეტი მოეთხოვებოდათ,საკუთარ მოედანზე.ეტყობა მართლაც ძალიან ცუდად აქვთ საქმე!რაც ეკრანიდან ჩანდა,ქართველები სტადიონზე,მართლაც ძალიან ბევრი ჩანდნენ და ესეც ადასტურებს,რომ მათ ფეხბურთში,მაგარი დომხალია! ჩვენ ბიჭებს და მათ გულშემატკივრებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას,კარგი თამაშის თანხლებით.წუხელ ვან სხიპს,კოშმარში,ალბათ ბევრჯერ დაესიზმრებოდა გიორგი მიქაუტაძე,რომელსაც აიაქსში თვითონ მოუწყო,რამდენიმე თვიანი კოშმარი.ეს ალბათ კარმაა! სამწუხაროდ ამ მატჩის შემდეგაც კვლავ გაისმის უპატივცემულო განცხადებები ნაკრების დასახურებულ ფეხბურთელთა მისამართით.სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა ისეთი ხალხი,ვინც სხვის ღირსებას პატივს არ სცემს და კიდევ უფრო სამწუხაროდ,ეს განწყობები მართულია.ნაკრებ გუნდს მწვრთნელი აყენებს და ვისაც ის გამოიძახებს,ქვეყნის წინაშე ის ვალდებულია ნაკრებს დაეხმაროს.ნაკრების მწვრთნელს,ჩვენზე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს ვინ როგორ ფორმაშია და ჩასატარებელ თამაშში,ვინ სჭირდება.ასე რომ მოეშვით ცალკეულ ფეხბურთელებზე ბოღმის ნთხევას.ისინი,მოედანზე სამშობლოს ჯარიკაცები არიან და მას ემსახურებიან!ვინც სჭირდება,მწვრთნელი იმას იძახებს და საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშზე, ფეხბურთელებმა უარი რომ თქვეს,ამიტომ არის ასე სავალალო მდგომარეობაში,სომხეთის ნაკრები.ჩვენ რომ გვაჯობეს ორ თამაშში,იქიდან რამდენი წელია გასული?მაშინ სომხებს შეკრული,ერთსულოვანი გუნდი ჰყავდათ და იმიტომ გვაჯობეს,ჩვენ პრობლემებთან ერთად,დღევანდელი სომხეთის ნაკრები კი,მაშინდელის ჩრდილიც აღარ არის.ამიტომ გაუფრთხილდით,ჩვენი ნაკრების ერთიანობას და ერთსულოვნებას.თვითონ ბიჭები,პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად,ყველანი ერთად არიან და მრავალი მცდელობის მიუხედავად,მათ შორის ბზარი ვერავინ გააჩინა.მათ კარგად ესმით,რომ პოლიტიკა პოლიტიკაა,მაგრამ სამშობლო ყველასათვის ერთია და სამშობლოს დამარცხება,მათი დამარცხებაცაა.პირველ რიგში,ამ ერთსულოვნებითაა ძლიერი,საქართველოს ნაკრები!ვისაც საქართველოს წარმატება უპირობოდ უხარია,ყველა საქართველოს შვილია,ვინც საამისოდ თვითონაც მოღვაწეობს,პატრიოტი,ხოლო ვისაც საქართველოს დამარცხებები სურს,ახარებს,ის საქართველოს მტერია და რაც გინდა ორიენტაცია,პოლიტიკური თუ სექსუალური,დაირქვას,რა მნიშვნელობა აქვს?ჯანდაბის იქით გადაკარგულა და საქართველოს ნახვა აღარ აღირსოს ღმერთმა! აი ასე!
კრიტიკოსი
კვეკვესკირის საყრდენ ნაევარმცველად დაყენება შედარებით ძლიერ, ბ დივიზიონის გუნდებთან თავიდანვე განწირული მარცხი იქნება, სომხებთან და სუსტ გუნდებთან კიდევ შეიძლება ათამაშო, მაგრამ მაღალ სისწრაფეებს უბრალოდ ვერ გაუძლებს, თან ფაქტია, ფორმაშიც აღარ არის. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არც სხვა ბევრი ვარიანტია საყრდენ ზონაში. მაგალითად, მექვაბიშვილი რუმინეთში სკამიდან შემოდის და არ ვთვლი გამორჩეულ ტალანტად, ლომინაძე რატომღაც ჯერ კიდევ ჩვენს ჩემპიონატშია, ნიკა გაგნიძეც არ ჩანს მწვრთნელის რადარზე. დიდი შანსია, ისევ კიტეიშვილი-ქოჩორაშვილიდან ვინმე ჩაწიონ საყრდენად. ამიტომ,ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებისთვის მამაგეიშვილებმა, ლუკა გაგნიძემ, სიგუამ უნდა მოუმატონ თამაშის დონეს.
შმაცი
ქოჩორაშვილი ნაცი აღარაა?
ghjjk
პირდაპირ სომხურად დაგეწერა ჯოჯბდა, უფრო მივხვდებოდით რისი თქმა გინდოდა.
ვაჟა
ქვანახშირის მაღარო იქნებ და მისი იქვე ფეხბურთი სტრუქტურები არის კოლიერი ქვანახშირის მაღაროს ეწოდება უკვე ისევ ანუ და ორმო და მიწისზედა სამთო სტრუქტურებს და იქვე ან ასევე შემდეგ ფაქტიურად მოიხსენიებენ ანუ იყოს როგორც ორმოს თავი.
ვაჟა
ქვანახშირის მაღარო იქნებ და მისი იქვე ფეხბურთი სტრუქტურები არის კოლიერი ქვანახშირის მაღაროს ეწოდება უკვე ისევ ანუ და ორმო და მიწისზედა სამთო სტრუქტურებს და იქვე ან ასევე შემდეგ ფაქტიურად მოიხსენიებენ ანუ იყოს როგორც ორმოს თავი.
David-ს
ხოდა რო აძლევს პასს და მერე აღარ გამოიძახებს აქ აკაცუკები ერთ ამბავს ატეხავენ კალაძემ არ გამოაძახებინაო
ვაჟა
ანუ თამაში ერევანი მიქაუტაძემ ფაქტიურად ესეიგი მართლა რამდენი და რეალურად უნდა იყოს თამაში იყოს და მოვიდა იქნება. ნაღდია და უფრო ეგრე მერე სად.
sss-Ს
ვერც კი წარმოვიდგენთ როგორ გატეხილში იქნებიან და რა დღეში იქნებოდნენ აქ ეხლა ხო წარმოგიდგენია? როგო ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და როგორ სწყინთ საქართველოს გამარჯვება.კვირას საერთოდ გულები დაუსკდებათ
მაიცა რა
არადა სულ ცოტა ა ჯგუფში გადასავლელი უნდა გვეთამაშა ეხლა..ისევ მაჩანაჩალებთან მოგებებს უნდა დავჯერდეთ!!!
sss
მოგება კარგია მაგრამ ინფაქტიანი ნაცებით რომ გაივსო კლინიკები იმათ რა ეშველებათ?

მოგება თან სომხეთთან ძალიან კარგია, მაგრამ სომხეთის ნაკრებში არის უდიდესი პრობლემები და ეს მოსალოდნელი იყო. ამ თამაშიდან ნუ გამოიტანთ დასკვნებს. იმას არ ვამბობ რომ სხვა თამაშებს ვერ მოიგებენ. უბრალოდ ამ თამაშიდან არ შეიძლება რაიმე ხელშესახების აღება.
Gg-ს
ორი სიტყვა ვერ დაგიწერია ქართულად ვერ დაგიწერია და კვეკვესკირს ჭკუას ასწავლი
იასონას უდარი
კვეკვესკირისგან ხელები შორის,თქვე სომხებო,რა გინდათ და რას ერჩით ამ კაცს? კვეკვე მაგარი ბიჭია და თქვენი უაზრო კომენტარები თქვენთვის შეინახეთ,უფრო თქვენს მშობლიურ ნაკრებს ანუ სომხეთის ნაკრებს უქომაგეთ. არ გაახურეს საქმე,ეს ან ის რატომ არ ათამაშესო,როცა დაგნიშნავენ მწვრთნელად,ადექით და თქვენი მოსაწონი ათამაშეთ.კვეკვესკირი მიტომ არის ნაკრებში რო იმსახურებს და მიეცა კიდეც შანსი.ფეხბურთის აზრზე არ ხართ,თორე დაინახავდით მის დიდ გაწეულ შრომას. კიტეიშვილი და ქოჩორაშვილი რო ხშირად ადიოდნენ წინ,ვისი დამსახურება იყო? პირველი გოლი ვინ შექმნა,ქოჩორაშვილის პრესინგმა და კიტესთან გათამაშებულმა კედელმა,ხოდა რის იმედად დატოვა თავისი ზონა ქოჩორაშვილმა,როცა კიტეიშვილიც ზევით იყო აწეული? ეს კვეკვესკირის დამსახურება არის და მისი იმედი ქონდა,ამიტომ ადიოდა წინ და პრესინგში იღებდა მონაწიეობას. თუმცა თქვენ ან უვიცები ხართ ან სომხები,პრინციპში,ორივე ერთს ნიშნავს,ფეხბურთის გაგნებაში არ ხართ.
ioseb
Pოზიციურად მტელი ტაMასი რო სწორად იტამასა და საგოლე პასი რო გააკეტა Aრაფერი?

ვინ ჰყავს და თავისი თავი. გუნდის შეკვრა შეუძლია და დასაწყისში დაშვებული შეცდომის გარდა შესანიშნავად ითამაშა, ბევრი იშრომა.

გოგლიჩიძე მაგარი ბიჭიია , სანდო.
Gff
კვეკვესკირს მადლობა იმ პენალტისთვის(საბერძნეთთან) მაგრამ დროა,მშვიდობით,მშვიდობით, (კანკავა დღესაც ითამაშებს,მაგრამ სწორი კაცია) ასე რომ მშვიდობით.
zura222
ეს ყველაფერი კარგი და ვისაც თამაში არ უნახავს და მამარდას ასეთ მაღალ შეფასებებს რომ ნახავს ალბათ იფიქრებს რომ სომხებს უდიდესი უპირატესობა ქონდათ ტალღებად უტევდნენ ქართველების კარს და მამარდას ერთი წამი არ ქონდა სულის მოსათქმელად და 9-10 სეივი გააკეთაო ! არადა მგონი სდულ სამჯერ დაურტყეს კარში და ერთი იყო ასე თუ ისე სახიფათო D და სერიოზულად კი მაგრა მაინტერესებდა გულიაშვილის თამაში და იმედი მქონდა 3-0 ს მერე შემოიყვანდა ვილი მაგრამ ბუდუ შეიყვანა რომელიც აშკარად აჭრილი იყო და შეცდომები დაუშვა.ასევე სუსტად ჩაერთნერნ მექვაბიშვილიც წიტაიშვილიც გოჩოლეიშვილიც მოკლედ შეცვლებმა არ გაამართლეს! იმედია აქ მაინც ათამაშებს გულიაშვილს 1 ტაიმს ხომ უნდა ვნახოთ მართლა ისეთი მაგარია თავის გუნდში ყველაფერს რომ ანგრევს და ლეწავს ? ჩაკვეს აშკარად ეტყობოდა წყენა რომ შეცვალეს მაგ ბიჭს თამაში სწყურია და ძალიან კარგადაც თამაშობს(მიქაუტაძეზე ცუდად ნაღდად არ უთამაშია)მაგრამ მეორე მხრივ როდის უნდა გამოსცადოს მწვრთნელმა სსვა ფეხბურთელები და სხვა სქემები თუ არა ასეთ თამაშში სადაც მეტოქეზე 2-3 თავით მაღლა ხარ ! კიდევ ქოჩორაშვილმა ითამაშა ძალიან მაგრა დაუღალავია ეგ ბიჭი ! და ბოლოს Flashscore-ზე რომ იდიოტები სხედან ადრეც ვამბობდი და ეხლაც იგივე აზრის ვარ გოგლიჩიძეს ლამის ყველაზე დაბალი 6.8 დაუწერეს არადა 8 ქულა მარტო იმისთვის ეკუთვნოდა რომ 58 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი იყო ! და თავისი საქმეც თითქმის იდეალურად გააკეთა. პირველ ტაიმში ქონდა 1-2 პატარა შეცდომა და ამის გამო 6.8 ??
ვახო
კვეკესკირს რამდენიმე მატჩის ჩატარება ნაკრებში თუნდაც მხოლოდ იმ პენალტის გულისთვის ეკუთვნის, გადამწყვეტ მომენტში ბურთთან, რომ მივიდა და ხასიათი გამოავლინა.თუნდაც მხოლოდ იმ სიხარულისთვის ეკუთვნის როგორც მადლობის გადახდა სხვა, რომ არაფერი გაეკეთებინა კარიერის მანძილზე (არადა ყოველთვის გულს დებდა). მოდით რა ადამიანის დაფასება ვისწავლოთ, მოკლე მეხსიერება ნუ გვექნება...
Gg
Kvekveskirs utxras vinmem daanebos nakrebs tavi da qartul klubshi gadavides tu surs daxmareba qartul fexburtis
Wtf
ყოჩაღ ბიჭებო! მადლობა ყველას გეტყობათ ნაკრების მაისურის,ჰიმნის და დროშის სიყვარული! ეს სომხეთის ნაკრები აპრიორად ვერ გამოდგება მაგრამ ყოჩაღ! და სომხეთის მწვრთნელს მოკითხვა ჟორჟისგან და ქართველი ერისგან! სხააპ თუ სხუპ მწარედ შეცდი, ბომბარდირი დაფრინავს და კი მოგიფრინა 2გოლიც)))
c
გილოცავთ. მადლობა ნაკრებს, მაგრად ითამაშეს. ჩაკვეტაძე მოედანზე რომაა ხასიათია სულ სხვა. თითქოს არაფერი, მაგრამ სულ არის განცდა , რომ შეიძლება რაღაც მაგარი გააკეთოს. ყოჩაღ მას და ყველას საერთოდ. აზაროვს რაც შეეხება რავიცი რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს ხოლმე და უკან ტრიალდება მაშინ, როცა წინაა წასასვეი და აფერხებს ხშირად შეტევებს. სადაც საჭირო არაა იქ ფინტაობს და ასე.შ, მაგრამ დღეს მაინც დიდი ხნის უთამაშებელზე ნაკრებში არაუშავს, კარგად ითამაშა საბოლოო ჯამში ანგარიშიდან გამომდინარე , მარა მომავალში ვისურვებდი ამდენი სტოპი და უკან პასი მოუკლოს. გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი რანაირად თამაშობენ არ ვიცი :) დღეს მადლობა დავითაშვილს ბევრი მართლაც არ იღორა :)) და აჰა შედეგიც. მართალია მისი თამაში არ იყო დღეს, მარა იმის გამო რომ არ ათრევდა ბურთს გუნდმა ითამაშა სამაგიეროდ და ყოჩაღ. ძალიან მომეწონა კიტეიშვილი, გოგლიჩიძეც კარგი იყო პირველი თამაშის კვალობაზე, დვალმა ერთ ეპიზოდში მაგრად ითამაშა და კაკაბაძეს რაც ეხება უდაოდ სხვა საფეხურზე დგას ნაკრები როცა თამაშობს, თუნდაც რაღაც არ გამოდსიოდეს. ქოჩორაშვილს საღოლ, მაგარი იყო! და ყველაზე უფრო ცხადია მიქაუტაძე მომეწონა. ვულოცავ , ძალიან მაგარია იმ სხიპს რომ აჩვენა ვინცაა. სომხები ოდნავ შემეცოდნენ, მარა საერთო ჯამში საჭირო იყო ასეთი მოგება, ბიჭებმა ღირსეულად მოიგეს, არც გაამაიმუნეს , არც გადაამეტეს და არ შეურაცხყოფა მიუყენებიათ აგდებული ქუსლებით და რამეებით , ასე რომ ღირსეული და კარგი გამოსვლა იყო. მადლობა მწვრთნელსაც, ერთადერთი გულიაშვილი მაიტნერესებდა და დღეს გაუგებარი იყო რატომ შემოიყვანა ზივზივაძე , ისედაც ვიგებდით. კვეკვესკირზე რა დავწერო არ ვიცი :)) ჯონჯოლივით ვარო ხომ იცით ანეგდოტი, სუფრაზე ყველას ვუყვარვარ და ისე არავის ვახსენდებიო, რაღაც ამგვარი რამე თუ გაგახსენდება კაცს, მარა ცხადია მიყვარს ძალიან, კარგი ბიჭია და იმ ისტორიული პენალტის მერე ხო საერთოდ შევიდა ისტორიაში :) მადლობა კვეკვე , არმიწყინო ეს ხუმრობა იყო ცხადია. მამარდა ყოჩაღ ასევე, მაგრად ითამაშა, ჯიგრულად! მგონი ყველა ვახსენე, კიდევ კვარა რომ უყურებდა ტრიბუნიდან ეგეც იგრძნობოდა :) მოკლედ გილოცავთ!!! ც
David
წიტაიშვილმა ვერ ისწავლა პასის მიცემა. რატომ ცდილობს უაზროდ პირდაპირ კარში დარტყმას?
ჟორა გაბრიჭიძე
გოგლიჩიძეს მეტი ეკუთვნოდა, ჯერ მარტო გადაცემა ჰქონდა 100%-იანი სიზუსტით. მერე დებიუტი ცენტრში და ასეთი საიმედო თამაშით, კარგ გუნებაზე მაყენებს.

აზაროვი და ჩაკვე მომეწონა, აი დავითაშვილის და გოჩოლეიშვილის თამაში არსდროს მომწონებია,გულიაშვილზე დამწყდა გული უნდა შემოეყვანა!!
ტოტტი
ამ კვეკვესკირს ვინ ყავს ამნაირი. კვეკვეზე უკეთეს ვარიანტს მინიმუმ 6-7 ფეხბურთელს ჩამოვთვლი. ერთს მამაგეიშვილს რომელიც საერთოდ არ გამოიძახა
რიკი
თითქმის ყველა ფეხბურთელი შეცვალა და ბარემ ნონიკაშვილიც შემოეყვანა კვეკვეს მაგივრად, ასევე გულიაშვილი დავითაშვილის მაგივრად...
Hela
ჩვენ რა დონის ნაკრებიც ვიყავით 10-15 წლის წინათ ისეთი საცოდაობაა ეს სომხეთი, საბედნიეროდ დღეს ეს საქართველოს ნაკრები გავრისკავ და ვიტყვი ტოპ 20 ევრუპულ ნაკრებში შედის სიძლიერით.
ბისკვიტ პირველის ცოლი
მიხარიააა
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]
პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს
სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს