ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი შექმნეს - ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში ივუსთან ბრძოლაში გაზონზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავდა და ჩვენს გუნდს მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა, დაარტყა კიდეც და ბურთი მეკარე ჩანჩარევიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგ ქოჩორაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, ჯერ მიზანს ვერ უწია, ცოტა ხანში კი მან „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, თუმცა სევიკიანს მამარდაშვილმა არ გაატანინა. მერე სომხების კარი მიქაუტაძემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.

Video

20.03.25. მიქაუტაძის გოლი სომხეთთან

მეორე ტაიმის დასაწყისში დავითაშვილის კარგ შეტევას შედეგი არ მოჰყვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩაკვეტაძის დიდებული დრიბლინგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი, წიტაიშვილი და ზივზივაძე შეუშვა, ხოლო 5 წუთის შემდეგ ტრავმირებული ლოჩოშვილი დვალით შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

Video

20.03.25. მიქაუტაძის მეორე გოლი სომხეთთან

საპასუხო შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“

სომხეთი - საქართველო 0:3

გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37), 0:3 მიქაუტაძე (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (დვალი 70), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 75), კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 65), დავითაშვილი, ჩაკვეტაძე (წიტაიშვილი 65), მიქაუტაძე (ზივზივაძე 65)

• სოსო

მეკარეც ასე ფიქრობდა და მარცხნივ გადახტა,სადაც ზურიკო იხსნებოდა.მან კი,მარჯვენა,ღია კუთხეში დაურტყა.სწორედ ესაა მოულოდნელობის ფაქტორი და კლასი თუ ხელს გიწყობს და ზუსტი დარტყმაც შეგიძლია,ბომბარდირი ხდები!საერთოდაც მიქაუტაძე რამაზ შენგელიას ჰგავს,მასავით მუდამ მოძრავი,პოზიციის მაძებარი და კარზე დაგეშილი,გოლის საოცარი ალღოთი,ყველანაირი მდგომარეობიდან რომ ცდილობდა კარში დარტყმას.რამაზი დიდი ბომბარდირი იყო და იმედია მიქაუტაძეც დიდი ბომბარდირი გახდება.ხვალისათვის მისი გოლებიც მინდა და კვარაცხელიასიც.

• Kaliastro.

შენ ვერ გაიგე. ძალიან გვინდაო ორივე თამაში რომ მოვუგოთ ქართველებსო. და წლების წინ სომხების ახალგაზრდულში იძახდნენ რომ ჩვენ დავასრულებთ იმ ბოროტ ხუმრობას რომელსაც ქვია ქართველების პურველობა კავკასიაშიო. თბილისში იყო თამაში ახალგაზრდული ნაკრებების, თამაშის წინ ეს თქვეს და სამწუხაროდ მოიგეს თქვენნაირი ბეყეების და ლაყეების გულზე რო ვერ ხვდებით რა ხდება

• თემური-ს

სხვანაირად როგორღა უნდა გაგიგოთ?აბა გოლი სხვანაირად როგორ გადის?ან დაცვის შეცდომის ამ მეკარის შეცდომით. შენ ისე მოგდის ნურმაგოდოვებმა რო თქვეს თითი მოსტყდაო,გეგონება მსაჯმა მოსტეხა. შემოდიხახართ მერე და ზოგი შემადგენლობას იწუნებთ და ზოგი ტაქტიკას

• ამატაკი

გილოცავთ გამარჯვებას! მიუხედავად იმისა, რომ კლასში სერიოზული სხვაობა იმთავითვე იკითხებოდა, გარკვეული შიშები მაინც იყო.მოგეხსენებათ ფეხბურთში ერთი კონკრეტული თამაში სავსებით შესაძლებელია ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ განვითარდეს. სხვა მხრივ, თითქოს ნათელი იყო, რომ გუნდს, რომელის მთლიანი ღირებულება ჩვენი ერთი მიქაუტაძის შესაბამისია, სერიოზული წინააღმდეგობა ვერ უნდა გაეწია. ისემც ყველაფერი აგიხდეთ, არანაირი სიურპრიზი სომხების მხრიდან! რაც შეეხება ჩვენ განლაგებას და ძველ-ახალ სქემას.4-2-3-1 ის სქემაა, რომელსაც ვაისი წლებია იყენებდა, მართალია სხვა შემადგენლობას ეყრდნობოდა, მაგრამ მაინც ის არ არის უცხო ჩვენთვის. კვეკვეც ამ პოზიციაზე ადრეც არაერთხელ გვინახავს. აი რაც შეეხება კიტეს, ის მეტწილად კვეკვეს მხარდამხარ, საყრდენად უფრო იდგა. ვილიმ ის წინ წასწია, პრინციპში არც ეს იყო სიახლე.აქ საინტერესო იყო, გარკვეული პაუზის შემდეგ, როგორი სახე ექნებოდა ჩვენ ოთხმცველიან დაცვას. ლოჩოშვილი კარგი იყო და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აზაროვი (ბოლოსდაბოლოს ვეღირსეთ დაყენებას) შესანიშნავია და კაკაბაძეც ძველებურად საიმედო. გოგლიჩიძე ცალკე აღნიშვნის ღირსია. ის უკვე შეიძლება ითქვას პოტენციურად დიდი ვარსკვლავია. დაცვის ცენტრის მომავალი, მისი სახით საიმედო ხელშია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოულოდნელად დაგვიდგა მცველების საჭიროება. ცხადია ამ ბიჭებს სჭირდება ღირსეული ალტერნატივები. ეს სამუშაო მწვრთნელებისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ახალი სახეები დაცვაში დაუყონებლივ გვჭირდება. და ბოლოს: რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ამ ფორმაციის ნაკრები მნიშვნელოვან მოწინააღმდეგებთან? აქ პასუხი ჯერ კიდევ ვერ იქნება ცალსახა, საქმეში უნდა ვნახოთ. ერთი დეტალია გასაკვევი, რამდენად უზრუნველყოფს ეს სქემა კვარას პოტენციალის გამოყენებას. 4-2-3-1 სუფთა ვინგერებისათვის მაინცდამაინც არაა სახარბიელო. აი 4-3-3 _ში კვარა თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. იქნებ ამაზეც გაიწიოს ვილი? მოწინააღმდეგეს ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე (სომხებს არ ეწყინებათ) ჩვენი ნაკრების ძალაზე დასკვნების გამოტანა ჯერ მაინც ნაადრევია, მარამ ბიჭების ნებისმიერი მოგება მაინც ყოველთვის სიხარულს გვანიჭებს.

• გიორგი

კაცმა გამიხარდაო, ხო არ თქვა მეწყინაო, თუ მაგის გულში სხედხართ?))) დასაწყისი მართლა მძიმე იყო, და პირველი ორი გოლი პრესინგზე ართმევის შედეგი იყო და არა დაცვიდან შეტევაში დალაგებულად გადასვლის. მე პირადად ვღელავდი (არ დამიყწოთ, ჩვენ უფრო კარგად ვიცით არ ღელავდიო) ორივეს კაკაბაძის და კვეკვესკირის ყვითლებზე. ცოტა გრძნობები დაიწყნარეთ და გონება დაიწმინდეთ, კარგი რჩევაა.

• გიორგი

ვერ დაგეთანხმები. მიქაუტაძის ძალა სწორედ ესე მოულოდნელად და თავხედურად თამაშში და ესეთი გოლების გატანაშია. ეგაც მარტალია ზოგჯერ ვერ გაიტანს, მაგრამ თუ გინდა გყავდეს გუნდში ამას უნდა შეეგუო, თუ არა, ნუ გამოიძახებ.

• goga-s

რას გიხდის ასეთს ეს დავითაშვილი ამდენ რომ აქებ? სად ნახე დავითაშვილის ფეხბურთი? ორთაბრძოლების მოგება თუ უნდა წავიდეს რაგბში..ბურთს ვერ იჩერებს ელემენტარულს.გსმენია რამე დრიბლინგზე თუ ესეც ასეხსნელია

მართალს ამბობ,თუ ის მკვდარი შენ ხარ! 3-0 -ზე გაკეთდა შეცვლები,შემოსულების ამოცანა ბურთის დაჭერა და ტრავმების არიდება იყო!რა, მწვრთნელის დავალება არ შეესულებინა?ვერ ნახე,პრესინგით ბურთს რომ ართმევდნენ და გამწვავებაზე აღარ მიდიოდნენ?ეტყობა მაგდენსაც ვერ მიხვდი,არ გესმის და რაკი ვერ მიხვდი,სჯობია ასე კატეგორიულ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს მოერიდო.

• გიორგი

ეარაფერი ახალი. ეგ სულ ეგრეა. ვინმემ აუხსნას რომ ამ ნაკლით მაგისი ფასი მარტო ეცემა და თვითონაც წაგებული დარცება.

ბრავო ნაკრებს. ამ დროს ვაჭარი კერესელიძე ტორპედოს პრეზიდენტი და მისი ჯოგი აგებენ სომხურ გუნდთან.სოლიდური შევსება ბიუჯეტის აუცილებელია ალბათ..ამათი ნაცი დ…ს მოკითხვა

• გიო გიო

არ მინდა ზუკა გავაკრიტიკო მაგრამ არ შემიძლია, 3-4 მომენტი იყო ( თან მოედნის ცენტრში ) როცა გახსნილი ყავდა თანაგუნდელი და არ მისცა პასი, ათრევდა ბურთს და კარგავდა, ასე არ შეიძლება, სხვა დროს დავისჯებით, უნდა ესმოდეს ყველას რო მესი არაა და ვერც გახდები ვერასოდეს. მაპატიე ზუკა თუ კითხულობ კომენტარებს, მე უშვალოდ შენი დიდი გულშემატკივარი ვარ,გილოცავთ ყველას! მთავარია შედეგი.

• დავით 67-ს

წარმომიდგენია რამხელა ბოღმა და სიძულვილი ტრიალებს ეხლა შენ გულში.როგორი გატეხილი ხარ და ღმერთმა სულ ასე გატაროს გატეხილი და დაბოღმილი წართველის და საქართველოს გამარჯვების გამო. გამიხარდაო-ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროს.

• Goga

აღარ უყურო ფეხბურთს რა გაფიცებ გოლების გატანა არაა მარტო ფეხბურთი რა დავითაშვილმა ვერ ითამაშა იცი რამდენი ორთაბრძოლა მოიგო ან რამდენი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა ან აზაროვს იგივე გამოყობთ ამ ენებს პროფესორებივით და ატრიალებთ ჰელიკიპტერივით ტეხავს

• მირო

ისე,სომხეთს ძალიან სუსტი მეკარე ჰყავს.ამაზე უკეთესი თუ არ ჰყავთ,დიდი პრობლემები ექნებათ სულ.

• მ.

ადეკვატურ გულშემატკივარს ნაკრებიც გულით გვიყვარს და შინაგანად გამარჯვებისაც გვჯეროდა. ისიც შეგნებული გვქონდა რომ სომხეთის ნაკრებზე გაცილებით მაღალ დონეს აჩვენებს დღევანდელი საქართველოს ეროვნული ნაკრები. უბრალოდ პრაქტიკა ხშირად აჩვენებს, რომ წინასწარ ხტუნაობა და ბაქიაობა ცუდ სამსახურს გვიწევს. ნებისმიერი მოწინააღმდეგე სერიოზულად უნდა აღიქვა, თუ გინდა რომ კიდევ უფრო წინ წახვიდე. თქვენმა წინასწარ დაძახებულმა “ჰოპლამ” ოქტომბერი-ნოემბერში გვასწავლა ჭკუა. არადა ის თამაშებიც მოსაგები იყო და შეგვეძლო კიდეც მოგება, რომ არა შეცდომები. ასე რომ, დიახ, ჯერ გადავხტეთ. ;)

• დავით 67

მიუხედავად მოგებისა ბევრი ხარვეზებიც იყო. ამას ბ კლასში მოხვედრილი გუნდები არ გაპატიებენ. მოგება რა თქმა უნდა გამიხარდა, მაგრამ მომავალში რა იქნება? კვეკვესკირზე ვნერვიულობდი მეორე ყვითელი არ მიიღოს მეთქი. პირველ ტაიმშივე იყო შესაცვლელი, მისი პატივიცემის მიუხედავად, თან ვინც იცნობს მას კარგი ადამიანიაო ამბობენ, მაგრამ დროა ნაკრებს დაემშვიდობოს, სისწრაფეც საგრძნობლად დაკარგული აქვს. დავითაშვილმაც საერთოდ ვერ ითამაშა. ქოჩორა ჩაკვეტაძე მიქაუტაძე ამ სამმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.დღეს აზაროვსაც არაუშავდა.

• დავით 67

აბა წაგებისთვის ვინ თამაშობს

• გივი

ვინ გითხრა რომ დამოუკიდებელი ხარ?

• მდაა

ვაუუუ ….როგორც იქნა ცოტათი უსწავლია ვილიკოს მწვრთნელობა ….სომხებზე მოგებაზე თანაც იქ სამმაგი მადლობა !!! მაგრააამ პენსიონრებს ვერ ელევა მაინც …ვინმემ უთხარით რომ საყრდენზე ორი გაგნიძე გვყავს ბევრად უკეთესი და იმედია დაცვას ისევ არ დააბერებს !!!

• Ჯამბულ მალანია

სიმშვიდე,თავდაჯერებულობა, დისციპლინა,კლასი. ნაკრებს მიღწეული აქვს ისეთი დონისთვის რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია. მინდა მჯეროდეს რომ ამ ნაკრებს პროგრესი კიდევ შეუძლია და ის ითამაშებს ა ლიგაში.

• თემური

სხვაგვარად ნუ გამიგებთ: სამივე გოლი სომხეთის დაცვის აშკარა შეცდომით გავიტანეთ. გუნდების ფეხბურთელებს შორის კლასში აშკარა იყო (აქ გავიხსენოთ ქეცბაიას სიტყვები: ნახეთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და სად იმათიო!)! საინტერესო იყო სომხეთის ნაკრები რომ დაწინაურებულიყო დასაწყისში (ჰქონდათ ერთი მომენტი) როგორი თამაში წავიდოდა. ვფიქრობ დაცვის ხაზში გაძლიერება/შეთამაშება გვჭირდება! მაგრა გავიხარეთ, მადლობა ჩვენს ნაკრებს!

სომხეთის ნაკრებშ არის უდიდესი პრობლემები. ფეხბურთის ფედერაციას ვგულისხმობ. თავიდან ვფიქრობდი საქართგველო რომ მოიგებდა,მაგრამ მერე არ აჩუქონ და ფრე არ "გააგორონ" თქო. იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ რომ შეხდით და სომხეთმა ერთო მიგვიგო და ერთიც ფრე ითამაშა, ძალიან მგონია რომ საქართველომ არ ითამაშა 100%-ით. მოკლედ მოგება ძალიან კარგია, მაგრამ ამ თამაშით არაფერი არ არის გამოკვეთილი დამიჯერეთ. არა, შეიძლება სხვა თამაშებიც მოიგონ, მაგრამ კონკრეტულად ამ თამაშით არაფერია გასაგები.

• გიო-ს

თუ მართალი აღმოვჩნდი- ვის გაედება ხო ხვდები ეხლა ცავატანე

• შეტევა

გამარჯვებულს არ ასამართლებენო, მაგრამ ჟორჟს პირველ გოლზე პასი უნდა მიეცა ზურიკოსთვის.

• კიეზა

ვულოცავ ნაკრებს და ერს..სომხეთის ბარიერს რო დავძლევდით ცხადი იყო..მე პირადად ის მაინტერესებდა რა ტაქქტიკას აირჩევდა და ვის მისცემდა შანსს სანიოლი..მომეწონა გოგლიჩის გამოჩენა..ეს ბიჭი დიდი ნიჭის პატრონია..ადრეც მითქვამს სანიოლს სჩვევია ამოჩემება და კვეკვეს დიდი პატივისცემის მიუხედავად..არაა ძირითადის ფეხბურთელი..აზაროვის გამოჩენაც სასიხარულოა ..ასევე ველოდი გულიაშვილსაც..იმედია მეორე თამაშში სხვებიც გამოიჩენენ თავს..სულ წინ გვევლოს გამარჯვებით ერს და ბერს..დიდება საქართველოს..

• Aegree

მამარდას მამარდიანი უძახეს ვიღაცეებმა ადრე, ცოტა ფეხი რო დაუცდა ვიღაცეებთან რო წავაგეთ, და ა ეხლაც უძახეთ "მამარდიანი" რა შეუვარდა საგოლე პასი გაუკეთათ შიგ ერევანში

• Kaliastro

კაი კაცო ერთი, სომხები მეც მეცოდებოდა მარა მაგათი მატჩის წინა კომენტარები რომ ვნახე არ არიან ეგენი შესაცოდი. ორივე თამაშის მოგება გვინდაო, ერევანში მოვუგებთო თბილისში ფრეს გავუგორებთო აშ.

• მოსეხონელი

ნაკრებს ვინც აკრიტიკებდით აი ეს განხვავებაბა სანიოლის მოსვლიდან დღემდე წავაგეთ სომხეთთან იმ ნაკრებს ამ ნაკრებს განსვავება დიდიაა.ჩვე სანიოლისგვისაც გავიზარდეთ ყველაფრისთვის მადლობა და ფსონი მწვთნელითაც უნდა გაზარდო ჩემი აზრით ბევრათ მაღალი დონის მწრთვნელი გვინდა.

• მოსეხოლეი

სასიხარულოა კვარას უნდა აჯობოს ცენტრ ფორვადრდია ეგ გაგვიხარდება.

• zura222

ისე დამაჯერებლად ვითამაშეთ გეგონება გერმანიის ნაკრები ანდორას ეთამაშებაო ! ისე მე მაგრა მაინტერესებდა გულიაშვილის თამაში და იმედი მქონდა 3-0 ს მერე შემოიყვანდა ვილი მაგრამ ბუდუ შეიყვანა რომელიც აშკარად აჭრილი იყო და შეცდომები დაუშვა.ასევე სუსტად ჩაერთნენ მექვაბიშვილიც წიტაიშვილიც გოჩოლეიშვილიც მოკლედ შეცვლებმა არ გაამართლეს! იმედია აქ მაინც ათამაშებს გულიაშვილს 1 ტაიმს ხომ უნდა ვნახოთ მართლა ისეთი მაგარია თავის გუნდში ყველაფერს რომ ანგრევს და ლეწავს ? ჩაკვეს აშკარად ეტყობოდა წყენა რომ შეცვალეს მაგ ბიჭს თამაში სწყურია და ძალიან კარგადაც თამაშობს(მიქაუტაძეზე ცუდად ნაღდად არ უთამაშია)მაგრამ მეორე მხრივ როდის უნდა გამოსცადოს მწვრთნელმა სსვა ფეხბურთელები და სხვა სქემები თუ არა ასეთ თამაშში სადაც მეტოქეზე 2-3 თავით მაღლა ხარ ! კიდევ ქოჩორაშვილმა ითამაშა ძალიან მაგრა დაუღალავია ეგ ბიჭი ! ძალიან გამიხარდა გოგლიჩიძის მაგარი თამაში დებიუტანტს ასე მაგრა ეთამაშოს ნაკრებში არ მახსოვს ალბათ ყენიას დებიუტი იყო ასეთივე მაგარი აქ სანიოლი ალბათ ნახევარ დღევანდელ ძირითადს დაასვენებს ან ერთ ტაიმს ათამაშებს და მართალიც იქნება--"დუბლები"უფრო გაშმაგებულად ითამაშებენ ადგილის მოსაპოვებლად მაინც პლიუს კვარა და აქ მინიმუმ 6-0 უნდა მოვიგოოთ ! P. ბიჭებმა და სანიოლმა ცოტა დისციპლინას უნდა მიხედონ ძალიან უაზრო ყვითლებს ითებენ და მაგიტომაც იყო გადაყვითლებული ჩვენი ნაკრების სია წარდგენის დროს ! ამ თამაშშიც კვეკვესკირმაც და კაკაბაძემაც აბსოლუტურად უაზრო ყვითლები მიიღეს @ კაკაბაძის საქციელი სარღოდ რას გავდაა ისე გამოეკიდა მეტოქეებს გეგიონება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასავლელი გადამწყვეტი მომენტიიყო და ის ორი ფეხბურთელი კი მისი დაუძინებელი მტრები @ და ჯერ ერთს მოარტყა ფეხში და მეორე ისე მოცელა შემეშინდა ეგრევე წითელი არ მისცეს მეთქი და სომხების მაგივრად სხვები რომ ყოფილიყვნენ იმ მომენტში ნაღდად დიდი ჩხუბი ატყდებოდა ჩემდა გასაკვირად ეს მომენტი გაატარეს სომხებმა ალბათ მეზობლურმა ამბებმა გადაწონა იმ დროს

• G. LA

ეგ თქვენთანაა გვიან. აქ ჯერ მზეა და ამდენი დრო არ ვიმუშავე ჩვენი ბიჭების გამო. მეგრელო ჯიდევ კარგი არ დამუწერე ჯერ ერთი თამაში კიდეაო. დდდ ვახხ რა კაცი ხარ ნაკრების ბიჭების არ გჯერა..)

• Miqautadze

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ჩაუშლიგინებს მიქა გოლებით კვარასაც და შოთალესაც მეთქი. ჯერ რა ცოტა აქვს ნათამაშები (წუთების მიხედვით) და უკვე მეორეზეა!

• Dato

მწვრთნელის გარეშე რა კარგად თამაშობენ და მწვრთნელი რო ყავდეთ იფრენენ

• zura222

მართალი ხარ ქართველი მწვრთნელი ნაღდად არ დაინდობდა ! აი იმ 7-0 დროს რომ ყოფილიყო სანიოლი ნაღდად არ იქნებოდა 7-0 და 3-4-0 ზე გაჩერდებოდნენ D

• zura222

ჯონჯოლივით არა ხანდახან ჭამენ სუფრაზე ჯონჯოლს(მითუმეტეს ღვინოზე კარგად მიდის)მოხარშული წითელი ჭახლის ნაჭრებივითაა DD

• დათა თუთაშხია

მიკა არა მიკაუტოვ კიდე! გიორგი არის მიქაუტაძე, სიყვარულით მიქა! მაგის დიდი ბაბუა იყო ჯგალიდან. თუ გინდა სიმართლე, ერთად ვაბრაგობდით.

• უბრალოდ ქართველი

რა საყვარელი კომენტარია❤️:)

მე ვთქვი 3-0 მოვიგებთ 2 გოლს ჟორჟიკა გაიტანსთქო მაგრამ მესამე გოლი ჩაკვეტაძის მინდოდა )))) ის გამურულ კაცს რომ არ მოეჩეხა ჩაკვეტინიოს გაიტანდა )) კვარაც 2 გოლს გაუტანს ჰაიასტანელებს აქედანვე შეეგუონ ))

• Pepelu

სანიოლის მასტერ-კლასი სომხების მწვრთნელს!! სომხების მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ბევრს ისწავლიან ამ თამაშისგან!! ბრწყინვალედ გარჩეული თამაში და კარგი შესრულება! შეტევის და დაცვის მთავარი ხალხის გარეშე გასვლაზე 3:0 მოგება რაა პატარა ამბავი!!

• იხვი

და რა მერე მაგით, ფარერებმა რომ მოუგეს? არ უნდა გასულიყვნენ ბიჭები სათამაშოდ, არ გვეკადრება, თუ რისი თქმა გინდოდა მაგით? გავიდნენ და გასაკეთებელი გააკეთეს, როგორც იქნა გვყავს ნაკრები რომელიც გასაკეთებელს აკეთებს და ამარცხებს ასეთ გუნდებს დამაჯერებლად, რა ვქნათ, არ გვიხაროდეს?

• იხვი

რეალის გულშემატკივარი ხარ? :)

• barca

სიამოვნებით ვიხილავდი მიქაუტაძეს ბარსაში!!!

• მოუთმენლად ველით,

არ დაგვაღალატო ! :) -------- პ.ს. ნუ დარბიხარ, ფრთხილად იყავი, გვიანია უკვე. :(

• c

უმადურობა ჰქვია ამას გიგო პაპა :) ძლივს მწვრთნელი გუნდს აგებინებს რაღაცას და სხვა მწვრთნელიო. ვისწავლოთ დაფასება რაც გვაქვს კარგი

• მეგრელი

ეხლა შეიძლება გელა)))

• Pepelu

რამეს გაჭმევენ თუ ნაღდად ეგეთები ხართ?!!

• c

გილოცავთ. მადლობა ნაკრებს, მაგრად ითამაშეს. ჩაკვეტაძე მოედანზე რომაა ხასიათია სულ სხვა. თითქოს არაფერი, მაგრამ სულ არის განცდა , რომ შეიძლება რაღაც მაგარი გააკეთოს. ყოჩაღ მას და ყველას საერთოდ. აზაროვს რაც შეეხება რავიცი რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს ხოლმე და უკან ტრიალდება მაშინ, როცა წინაა წასასვეი და აფერხებს ხშირად შეტევებს. სადაც საჭირო არაა იქ ფინტაობს და ასე.შ, მაგრამ დღეს მაინც დიდი ხნის უთამაშებელზე ნაკრებში არაუშავს, კარგად ითამაშა საბოლოო ჯამში ანგარიშიდან გამომდინარე , მარა მომავალში ვისურვებდი ამდენი სტოპი და უკან პასი მოუკლოს. გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი რანაირად თამაშობენ არ ვიცი :) დღეს მადლობა დავითაშვილს ბევრი მართლაც არ იღორა :)) და აჰა შედეგიც. მართალია მისი თამაში არ იყო დღეს, მარა იმის გამო რომ არ ათრევდა ბურთს გუნდმა ითამაშა სამაგიეროდ და ყოჩაღ. ძალიან მომეწონა კიტეიშვილი, გოგლიჩიძეც კარგი იყო პირველი თამაშის კვალობაზე, დვალმა ერთ ეპიზოდში მაგრად ითამაშა და კაკაბაძეს რაც ეხება უდაოდ სხვა საფეხურზე დგას ნაკრები როცა თამაშობს, თუნდაც რაღაც არ გამოდსიოდეს. ქოჩორაშვილს საღოლ, მაგარი იყო! და ყველაზე უფრო ცხადია მიქაუტაძე მომეწონა. ვულოცავ , ძალიან მაგარია იმ სხიპს რომ აჩვენა ვინცაა. სომხები ოდნავ შემეცოდნენ, მარა საერთო ჯამში საჭირო იყო ასეთი მოგება, ბიჭებმა ღირსეულად მოიგეს, არც გაამაიმუნეს , არც გადაამეტეს და არ შეურაცხყოფა მიუყენებიათ აგდებული ქუსლებით და რამეებით , ასე რომ ღირსეული და კარგი გამოსვლა იყო. მადლობა მწვრთნელსაც, ერთადერთი გულიაშვილი მაიტნერესებდა და დღეს გაუგებარი იყო რატომ შემოიყვანა ზივზივაძე , ისედაც ვიგებდით. კვეკვესკირზე რა დავწერო არ ვიცი :)) ჯონჯოლივით ვარო ხომ იცით ანეგდოტი, სუფრაზე ყველას ვუყვარვარ და ისე არავის ვახსენდებიო, რაღაც ამგვარი რამე თუ გაგახსენდება კაცს, მარა ცხადია მიყვარს ძალიან, კარგი ბიჭია და იმ ისტორიული პენალტის მერე ხო საერთოდ შევიდა ისტორიაში :) მადლობა კვეკვე , არმიწყინო ეს ხუმრობა იყო ცხადია. მამარდა ყოჩაღ ასევე, მაგრად ითამაშა, ჯიგრულად! მგონი ყველა ვახსენე, კიდევ კვარა რომ უყურებდა ტრიბუნიდან ეგეც იგრძნობოდა :) მოკლედ გილოცავთ!!! ც

• 747

მოვუგეთ გუნდს, რომელსაც ფარერებმაც მოუგო. ზურიკო და კვეკვე ძალიან სუსტები არიან. ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• alexandre

რა საწყენია, ერთმა ჩვენთაგანმა იწანასწარმეტყველა: მიქაუტაძე - ვან სხიპი 3-0.სამწუხაროდ მხოლოდ 2-0 მოუგო ჟორჟმა! ჯამში მაინც 3-0! მგონი მართლა ძალიან სერიოზული დონის გუნდი ყალიბდება ჩვენი N1 კოლექტივი - საქართველოს ნაკრები!!! დიდი მადლობა სანიოლს, ბიჭებს! გვახარებენ და, დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრ სიხარულს მოუტანენ ჩვენ სამშობლის!!!

• ჟორა გაბრიჭიძე

გილოცავთ ყველას, ყოჩაღ ბიჭებო ორივე შეხვედრა ერევანში მოიგეთ.

• გულშემატკივარი

ასეც ვიცოდი, რომ მიკა დუბლს გააკეთებდა! ყოჩაღ და მადლობა ბიჭებო! მიკას დუბლი ლოგიკურია გასაგები მიზეზების გამო.

• გიგო პაპა

ზურიკომ ძალიან ბევრი იშრომა, დაცვაშიც მაგრად იმუშავა. ხომ შეგვძლებია პირველ ნომრად თამაში? მთავარია ბიჭები ფორმაში იყვნენ და ორ ტაიმს დარბოდნენ, თორემ ა ლიგაშიც ტოლსწორად ვეთამაშებით ბობოლებს. ჩემი პროგნოზით ვან სხიპი გადაყენებული უნდა იქნას განმეორებითი თამაშის დამთავრებისთანავე. წინ საქართველო! და კიდევ: სასწრაფოდ გვჭირდება პროფესიონალი მწვრთნელი. ცოდვაა ამ ბიჭების ნიჭის არ გამოყენება. ძალიან მაგარი თაობა გვყავს.

• გოგა

სანიოლმა დაინდო სომხეთის ნაკრები, მიქაუტაძე კიტე ჩაკვე,რო შეცვალა 65 წუთზე, თავისუფლად შეიძლებოდა 5:0 აი კვარა, რო ყოფილიყო, მარცხნივ მაგის შემჩერებელი აღარავინ იყო

• nedved

კვეკვეს შეფასებაში გეთახნმებით, მაგრამ გვყავს ვინმე უკეთესი მაგ პოზიციაზე? მექვაბიშვილი, ალთუნაშვილი რაც შანსი მიიღეს კატასტროფაა ორივე. ეს ძარიაა ყაზახეთის ლიგიდან არ ვიცით რას წარმოადგენს და უნდა გაიტესტოს ჯერ. მოკლედ არაა მაგ პოზიციაზე არავინ და სანიოლსაც არააქ სხვა გზა

• გოგა

სანიოლმა დაინდო სომხეთის ნაკრები, მიქაუტაძე კიტე ჩაკვე,რო შეცვალა 65 წუთზე, თავისუფლად შეიძლებოდა 5:0 აი კვარა, რო ყოფილიყო, მარცხნივ მაგის შემჩერებელი აღარავინ იყო

• ქართველი

საქართველოს ნაკრებმა რაც ევროპაზე ითამაშა მას შემდეგ უკვე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, ეს არის უკვე ძალიან გამოცდილი გუნდი ყველაფერთან ერთად, ფაფხუობს სომხეთი რაღაცნაირად მოწადინებულები არიან ,მაგრამ იმხელა სხვაობა არის კლასში, რომ ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები , სანიოლმა კი თქვვა, რომ არ იყო მზად ა დივიზიონისთვის მაგრამ ჩემი აზრით შეგვეძლო თავისუფლად გვიასპარეზა ა დივიზიონშიც და მინიმუმ 2 თამაში ჩვენს ჯგუფში ა დივიზიონში მოგვეგო

• G.LA

გილოცავთ ყველას. მადლობა ბიჭებო. მეტიც შეგვეძლო მაგრამ არა უშავს. მართლა მაინტერრსებს რატომ ვიყავით ჩვენ ნაკლებობაში, ვისაც გვჯეროდა და დარწმუნებულიც ვიყავით გამარჯვებაში? მე ვწერდი რომ გადაუვლიდით კატოკივით და აქ სხებიც თუმცა ცოტა ვიყავით ასეთები. ვიცი რომ ჩემზე ნაკლებად არც ფეხბურთი გიყვართ და არც საქართველოს ნაკრები. მაგრამ აღქმაში გაქვთ პრობლემები და ჩვენი ნაკრების დონეს ვერ ხედავთ სამწუხაროდ. ახლა გავრბივარ და მერე დავწერ იმას რაც შემთხვევით არ ყოფილა რამაც აქამდე მოიყვანა ნაკრები. პესიმისტებო აგერ გადავხტი და ვიძახი….. ჰოპლაააა.

• qomagi

კვეკვე გავაცილოთ ნაკრებიდან პირველივე ამხანაგურში. ყველაფრისთვის მადლობა, მაგრამ ამოდენა ერთი ადგილის თრევა ასაკთან ერთად სულ უფრო ძნელია, ნიკა. გაგიმართლა, რომ, უსუსურ სომხეთს ვეთამაშეთ, თორემ ძალიან შერცხვებოდი. დროზე წასვლაც ნაკრების და ქვეყნის სამსახურია, ძმაო.

• gio

არატუნიან გაგედო ბაირამ დუდუკში:)? კვარაცხელია კიდე 3 დაგიმატებთ:)

• იბერიელი

ყველა ქართველ პატრიოტებს გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას წარმატებებს ჩვენი საყვარელი საქართველო,ახლა მინდა მივულოცო ჩვენ სომეხი მეგობრებს,ბარებძეს ახბერჯანებო სურენ ჯანებო ცავატანემ, მობრძანდით თბილისის ბორის პაიჭაძის არენაზე,

• მოაცილეთ ბალასტი ნაკრებს!

კვეკვესკირი ბოლოს ბარსეგიანს ეხვეწებოდა მაიკას. იმედია ბოლოჯერ ითამაშა ნაკრებში. მადლობა და კარგად იყავი.

• L.J .

Egrea:)))tipma brobi da akpomi myavdao :))))

• Disbsk

ბუნდესლიგაში შენ გაიტანე გოლები რას ამბობ

• სიმენონი

დავითაშვილი საუკეთესო იყო. სამი კაცის იშრომა, დარწმუნებული ვარ საუკეთესო შეფასებას მიიღებს.

• T.q

ბაზარი არაა რა კაშია როცა გოგლიჩიძე გყავს ასეთ ფორმაში და დონეზეიმედია კვირას ბოლო მატჩი იქნება ნაკრებში კაშიასი!

• ბობ

ბომბარდირიიი !!! შიგ ვან სხიპში გადუბლა მოგებაზე მეტად ეგ გამიხარდა, კინაღამ ფეხბურთელი დაგვიკარგა იმ @%^#...

• კვარა დააბრუნეთ

არაუშავს კვარაცხელია თბილისში ითამაშებს და წავაგებთ:)) მას გოლები არ გააქვს მხოლოდ ცეკვა იცის მოედანზე:))

• Miqautadze

კიდევ კაი, კაშია არ იყო და 5 მცველიანი ტაქტიკა არ გამოიყენა, თორემ 3 გოლს სიზმარშიც ვერ ვნახავდით, დანარჩენ უამრავ საგოლე მომენტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი განმეორებით შეხვედრაშიც გამოჩნდება.

• მახო

კატლეტის ჩეკივით

პირველ რიგში გილოცავთ ნაკრების გამარჯვებას. აშკარად კლასით მაღალი გუნდი გვყავს... შემადგენლობას რაც შეეხება დვალი უფრო უხდება ნაკრებს ვიდრე ლოჩოშვილი, კვეკვეს ადგილს სკამზეც ვერ ვხედავ... დავითაშვილი სკამიდან უფრო კარგად შემოდის... ამ ტაქტიკაში კარგად ჩაჯდება ლობჟანიძე და არაა დასაკარგი ფეხბურთელი მისი სისწრაფე გამოადგება ნაკრებს.. თბილისში უფრო დიდი ანგარიში მოვიგებთ!!!!!!

• მამუკა

ახლა სომხები იტყვიან ქართველები ჩვენ ვიყავითო.

• მამუკა

ახლა სომხები იტყვიან ქართველები ჩვენ ვიყავითო.

• მწვრთნელი

ხო დავწერე ერთ ბურთს, თუ გაიტანს სომხეთი მადლობა უნდა თქვასო! ისიც ვერ გაიტანეს! 1-3 ვთქვი დაჯდა 0-3! დინამოზე 7-0 ველოდები!

• ირაკლი

კი მოვიგეთ, მაგრამ ჩაკვე, ჟორჟი და კიტე რომ გავიდნენ მერე ჩვენც სვამეხებივით გავხდით.

• ვახო...

ეს ერთი და სხვა მრავალი!...

• KOSTAKURTA

ზივზივაძე მკვდარზე აკიდებული ვენოკია რა!

• გეგი

უყვარს უყვარს გოლებიიი... ყველას გილოცავთ!!!

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება

"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა

უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს

"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი

"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს

"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს

"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე

გოჩოლეიშვილი  "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ

20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა

ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა

კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა

მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს

"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა

ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა

მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს

სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს