"ეს განსაკუთრებული ფორმაა" - მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჩვენი გუნდის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც დუბლით გამოირჩა და ჯამში "ჯვაროსანთა" ფორმით 18 ზუსტი დარტყმა მოუგროვდა.

მატჩის შემდეგ ფრანგულმა გამოცემება მიქაუტაძის დიდებულ ფორმას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა დათვალეს.

madeingones.ouest-france.fr წერს, რომ ქართველი განსაკუთრებულ ფორმაშია და შესანიშნავ მაჩვენებლებს აფიქსირებს.

კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ეს კი
სულ რაღაც 169 წუთში შეძლო.

ქართველი მატჩში შედეგიან ქმედებას (გოლი ან ასისტი) ყოველ 18,78 წუთში ასრულებს, რაც ბრწყინვალე სტატისტიკაა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გიორგი იქაა სადაც უნდა იყოს.
ვანო ტ'სხიპიც იქაა სადაც უნდა იყოს და თუ კარგად იმუშავა შეიძლება ყაზახეთის ან ყირგიზეთის მწვრთნელიც კი გახდეს
Levani
19:20 21-03-2025
0
საინტერესოა, რა შეფასება მისცა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას "ნაც-ოპოზიციამ"!!!
tngh
18:43 21-03-2025
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული