
23 მარტს, "დინამო არენაზე" საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელსაც ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი ენტონი ტეილორი იქნება, ლაინსმენები კი გარი ბესვიკი და ადამ ნანი, ხოლო მეოთხე არბიტრი - რობერტ ჯონსი. VAR-ის ოთახში დარონ ინგლენდი და სტიუარტ ეტუელი იმუშავებენ.
ენტონი ტეილორი 2020 წელს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის მსაჯი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 0:1 წააგო.