"ამდენი ქართველის სტადიონზე ყოფნა დამამცირებელი იყო" - სომეხი ფანების ლიდერი

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს მატჩს ადგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.

"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.

ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

თამაშის დასასრულს ადგილობრივი გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით".

altსომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ

alt"ხაიტარაკუმ ენ რესპუბლიკან". მიქაუტაძის პასუხი ვან ტ’სხიპს - დუბლი და სასიამოვნო ისტორიის გაგრძელების მოლოდინი [VIDEO]

alt"ეს განსაკუთრებული ფორმაა" - მიქაუტაძეს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

altსაქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
https://www.facebook.com/share/p/1EHSSLuNoM/

აი ესაა დამამცირებელი რომ ქართველებისას ყველაფერს იჩემებთ დაწყებული ჩურჩხელა, ხაჭაპურიდან და ახლა კვარაზეც ვიღაც ჭკვიან იდიოტ სომეხს უთქვამს: ქართველებნა მოგვპარეს კვარა მისი გვარი კარაპეტიანიაო. ჩვენ ძმებს ვეძახით სომხებს საქართცელოში, სომხეთში ჩვენი პატივისცმაც არა აქვთ.
G.LA
03:23 22-03-2025
17
გამარჯვება კარგია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი იყო ისეთი ამ თამაშში და არა მარტო ამ თამაშში,ჩვენი ფეხბურთელები უპერსპექტივო სიტუაციიდან რომ ურტყავდენ კარში, მაშინ როცა პასი უნდა გაუკეთო მარჯვე ადგილას მდგარ თანაგუნდელს.სირცხვილია ამდენი ხანი ფეხბურთს თამაშობდე და ეს არ იცოდე.რისთის აკეთებენ ამას, წინასწარ იცი, რომ გოლს ვერ გაიტან ,მომენტს აფუჭებ,მარტო კარში დარტყმით თავს ვერ მოაწონებ იმათ,ვის დასანახადაც ასე უაზროდ ირჯებიან.
ამაზე უნდა წეროთ სპორტულმა ჟურნალისტებმა და თვითონ მოთამაშეებსაც მორიდების გარეშე უნდა უთხრათ რომ ასეთი რამ დაბალი დონის მანიშნებებელია.
მიქაუტაძეს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო ამ თამაშში, რომ არ ეღორათ თანაგუნდელებს და პასი მიეცათ
ჯუდო
01:09 22-03-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული