
"პსჟში მართლაც ბედნიერი ვარ. სადაც პატივისცემით გექცევიან, იქ აუცილებლად ბედნიერი იქნები. ასევეა საქართველოს ნაკრებშიც.
მხითარიანთან ნაკრებზე საუბარი არ მქონია. სომხეთის ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებდი. კარგად მიდიან, ვითარდებიან და იმედია, მომავალში მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
იმ ისტორიული მატჩის შემდეგ "დინამო არენაზე" პირველად ვითამაშებთ. აქ ბევრი დადებითი ემოცია გადაგვხდა და გვიხარია რომ ვბრუნდებით.
პსჟმ ბევრი რამ მომცა. მეხმარებიან, მეტი ვიმუშაო. ლუის ენრიკესთან მუშაობა საინტერესოა. გუნდში კარგი
მე და მიქაუტაძე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მთავარია, ნაკრებისთვის ერთად ბევრი გავიტანოთ.
მადლობა იტალიას, იქ თბილად მიმიღეს და კარგი სამი წელი გავატარე. ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად მიდის, ბევრ ბავშვს უნდა ფეხბურთელობა და ბევრი ტალანტი გამოჩნდება. შეიძლება, ახლა მაგალითად, არგენტინა ჩვენზე წინაა, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა და ისევ გვეყოლება.
ჩემ ძმას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული."