სომხებს თბილისში გამარჯვება ახსოვთ, ხვიჩა ბრუნდება, ველით ზარიასა და გულიაშვილს...

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი ფორმალობა გახდა. ერევანში დამაჯერებელი (3:0) გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს - კვირას, 23 მარტს, 18:00 საათზე.

ვილი სანიოლის გუნდს გასული წლის ოქტომბერი და ნოემბერი წარუმატებელი ჰქონდა. ლიგაში ადგილის შენარჩუნება გამოვიდა, ივნისში ამხანაგური მატჩები იქნება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩართვა.

26 მარტს ერთი წელი გადის, რაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იზეიმა. 2023 წლიდან მოყოლებული, შინ მხოლოდ ორი წაგება იყო(ესპენეთთან და ალბანეთთან). სომხებთან თბილისურ დაპირისპირებაში შემადგენლონლობაში სიახლეებს ველით,
მთავარი კი ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებაა, რომელიც მოპოვებული უპირატესობის გაზრდას ეცდება.

კვარაცხელია და მიქაუტაძე

Sportall.Ge

საქართველო-სომხეთის მატჩები როგორც წესი, უხვგოლიანია და ხშირ შემთხვევაში, ორივე გუნდს გააქვს. ვან'ტ სხიპის ფეხბურთელების უმთავრესი მიზანი იქნებ სწორედ მეტოქის კარის დალაშქვრა იყოს, რაც ერევანში ვერ მოახერხეს, უფრო მეტზე ფიქრი კი რთული იქნება. სომხეთის ნაკრებმა ბოლოს საქართველოს დედაქალაქში კი მოიგო (2:1), მაგრამ მაშინ სხვა ვითარება არსებობდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" მარცხენაფლანგელს, 25 წლის ნაიაირ ტიკნიზიანს (ნაკრებში 22 ნომერია), ესპანური კლუბები აკვირდებიან და მოტივირებული იქნება.

სანიოლი შემადგენლობას კი გადაახალისებს, მაგრამ საქმე ოფიციალურ მატჩთან გვაქვს და სიახლეების მასშტაბის განსაზღვრა რთულია. ვოლიმ, გურამ კაშიას დაბრუნება ისევ სამ მცველზე გადასვლას არ ნიშნავდეს. ასეთ დროს, შესაძლოა, ფლანგზე დრო ლევან შენგელიამ მიღოს; საინტერესოა, ლუკა ლაცაბიძის დებიუტს თუ ვიხილავთ; ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად შოთა ნონიკაშვილის გამოჩენას ვვარაუდობთ; თუკი გიორგი ზარია დროს მიიღებს, მაშინ ალბათ გიორგი ჩაკვეტაძე დაისვენებს. წესით, გიორგი გულიაშვილიც უნდა ვნახოთ; სანიოლმა თქვა, რომ მამარდაშვილი აუცილებლად ითამაშებს(ივნისის ამხანაგურებში გუგეშაშვილი).

მთავარი მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორი იქნება. მან ამ თვეში ჯერ მანჩესტერი - არსენალი განსაჯა, შემდეგ კი მიქაუტაძის "სტიაუასთან" ის მატჩი, სადაც ქართველს დუბლი და ორი საგოლე პასი ჰქონდა. არის დიდი მიზეზი, რის გამოც ამ მსაჯზე მხოლოდ ცუდი გვახსენდება. ია თბილისში საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ფინალის მსაჯი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო დროს წარმატებამ ის დღე გადაგვავიწყა!..

altსაქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთხელ კიდევ მოგიწევთ დამწუხრება.ხვალაც ვიმარჯვებთ
Ნაცებო თქვენი შუბა დავხიე
15:48 22-03-2025
2
სომხეთის ნაკრებს,მაშინაც ვაჯობებდით,მაკედონიასთან მატჩი რომ არა.ჯერ მათთან თამაშისათვის შევინახეთ თავები,მერე კი,იმ მატჩში დამარცხებული საქართველო,სამიოდე დღის შემდეგ,სომხეთთან კი არა,ნებისმიერ გუნდთან დამარცხდებოდა,ისე იყო განადგურებული ფსიქოლოგიურად.მაინც არ მგონია,რომ სანიოლი თავიდანვე მთლად გადახალისებულ შემადგენლობას დააყენებს.თამაშს შეხედავს და მეორე ტაიმში,როგორც თამაში უჩვენებს,ისე შეუშვებს,ახალგაზრდობას.ნაკრები მაინც ნაკრებია და თამაშის შედეგი, მწვრთნელსათვის მნიშვნელოვანია.
სოსო
14:18 22-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული