
ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში - დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს. გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ'სხიპმა სამმაგი ცვლილება განახორციელა.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი
გოლები: