
"მიქაუტაძეზე უკვე ვისაუბრე. როცა "აიაქსის" მწვრთნელად დავინიშნე, გიორგი ასეთ ფორმაში არ იყო. მისი გასხვისება კლუბმა ფინანსური მოტივაციითაც გადაწყვიტა. მე მასთან სულ 4 კვირა ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო. საბოლოოდ, ის მოხდა, რაც ყველასთვის კარგი იყო, მიქაუტაძეს საფრანგეთში დაბრუნება ძალიან უნდოდა.
როცა ნახევარი საათის შემდეგ ასე აგებ, მთელი გუნდის გამოცვლაც კი შეგიძლია. გადავწყვიტე ცვლილებები ნახევარდაცვაში გამეკეთებინა. კი, შეცვლების შემდეგ
უფრო ცოტა გავუშვით და უკეთ გამოვიყურებით, მაგრამ ის, რომ პირველივე ტაიმში სამმაგმა შეცვლამ რამე შედეგი მოიტანა, ამ ფონზე ამაზე საუბარი რთულია.
ამ ორ მატჩს გავარჩევთ. უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო".