კიდევ ერთი ქართველი რუსულ პრემიერლიგაში - ნავალოვსკი "სკა-ხაბაროვსკში" დაბრუნდა

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის "სკა-ხაბაროვსკმა" ოფიციალურად დაადასტურა "ნეფთჩის" 31 წლის ქართველი მცველის, გიორგი ნავალოვსკის ტრანსფერი.

გიორგი ამ გუნდში ადრეც თამაშობდა და ეს მისი მეორე დაბრუნებაა "სკა-ხაბაროვსკში". იგი ჯერ 2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევარში იყო კლუბში, შემდეგ კი 2013/14 წლების სეზონი მთლიანად და 2015/16 წლების სეზონის მეორე ნახევარი.

"ნეფთჩიში" ნავალოვსკი 2017 წლის გაზაფხულიდან თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მას ბევრ გუნდში (სულ 12-ში) უთამაშია: თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", "ანჟიში", "ბაქოს "ინტერში", "ვოლგაში", "ხიმკიში", "ნოვოკუზნეცკში", "ტოსნოში", გორის "დილაში" და ბერძნულ "ვერიაში". ეროვნულ ნაკრებში მას 22 მატჩი
აქვს ჩატარებული.

"სკა-ხაბაროვსკში" ნავალოვსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მან მოსკოვში გაიარა სამედიცინო შემოწმება.

გიორგი ნავალოვსკის რუსულ პრემიერლიგაში არასოდეს უთამაშია. მისი დამატებით პრემიერლიგაში ქართველ ლეგიონერთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. არც ერთ სხვა ლიგაში არ თამაშობს ამდენი ქართველი.

შეგახსენებთ, რომ რუსულ ელიტაში თამაშობენ: ჯიმი ტაბიძე (უფა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), გია გრიგალავა (არსენალი), ჯაბა ლიპარტია (ანჟი), გიორგი ჭანტურია (ურალი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) და საბა კვირკველია (ლოკომოტივი).

მათ გარდა ლიგაში რამდენიმე ქართული წარმოშობის, მაგრამ რუსული პასპორტის ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვათაშორის იყო კავკასუსზე რუსული ფეხბურთი, მაგრამ მერე მაგთიმ იყიდა და გააუქმა
კოლი
21:15 26-07-2017
0
ამდენი ნაკრების წევრი არის ამ ლიგაში და რაიქნება რომ გვაჩვენოთ რომელიმე სპორტულ ქართულ არხზე ეს ჩემპიონატი. ნავალას წარმატებები.
gibo
16:20 26-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული