გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "სპორტი იმედზე"-ში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"საჩხერის "ჩიხურასთან" მარცხში ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი და ლამაზი სხვის შეცდომაზე საუბარი. ვიცოდით როგორი მოედანი იქნებოდა, როგორი თამაშიც იქნებოდა და ჩვენი ბრალია და საკუთარ თავზე ვართ გაბრაზებულები.

საკუთარ თავს იმიტომაც ვადანაშაულებთ, რომ ჩვენ დავკარგეთ ქულები. იგივე, "ვიტ ჯორჯიასთან" ფრედ არ უნდა დაგვესრულებინა შეხვედრა. შეიძლება, იმიტომაც დავისაჯეთ, რომ ვუშვებდით, რომ მოვიგებდით ამ თამაშს.

ბათუმში საოცარი ატმოსფეროა.
ხუმრობით და დანანებით რომ ვთქვათ, ვერ გრძნობ ფეხბურთელი, რომ საქართველოში თამაშობ.

მოგეხსენებათ "დინამო" ეროვნული ლიგა 2-დან წელს გადმოვიდა. თავიდან გულშემატკივართა ნაწილი ფიქრობდა, რომ ნეტა არ გავარდეთო. თუმცა, გამოჩნდა, რომ მეტიც შეგვეძლო.

რაც შეეხება ნაკრების თამაშს, იყო საუბარი ბათუმში შეხვედრის ჩატარებაზე, თუმცა იქ მხოლოდ 20 000 ადამიანი დაეტევა და მგონია, მსურველი უფრო მეტი იქნება. თან, ასეთი შანსი ჯერ არასდროს გვქონია.

ვერ ვიტყვით წინასწარ, რომ თბილისში ბელარუსს აუცილებლად მოვუგებთ, თუმცა უნდა მოვიგოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვიცნობ ბელარუსის ნაკრებს, ჩემპიონატსაც. ვიცნობ ბევრ ფეხბრუთელს და ძალიან მებრძოლი და ძალისხმიერი ნაკრებია. ფეხბურთის თამაშიც იციან, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული