გია გრიგალავა ყბის მოტეხილობის გამო ფეხბურთს საკმაო ხნით გამოაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინისა" და ტულის "არსენალის" შეხვედრის დასაწყისშივე, სტუმართა ქართველ მცველ გია გრიგალავას ბრაზილიელი ჟონატასი შეეჯახა, ჩვენებურმა თამაში ვეღარ გააგრძელა, როგორც აღმოჩნდა, ტრავმა სერიოზულია.

"არსენალის" ექიმის დასკვნით, გრიგალავას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, მარცხენა ყბის მოტეხილობა, ჭრილობა და ძვლების გადაადგილება დაუდგინდა. უახლოეს საათებში გაირკვევა, დასჭირდება თუ არა ქართველ მცველს ოპერაცია.

ოპერაციის გარეშეც, მისი ვარჯიში მინიმუმ, ერთი თვის განმავლობაში გამორიცხულია. დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელების მერეც გრიგალავას დამცავი ნიღაბი დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული