Le Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაადასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

AutoSharing Option
„პარიზიენმა“ საფრანგეთის თასზე, „ლემანთან“ სტუმრად მოგებულ 1/8-ფინალურ მატჩში (2:0), პსჟ-ის გარემარბის ხვიჩა კვარცხელიას თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერ უნარები ვერ წარმოაჩინა.

ხვიჩა კვარაცხელია არ ჩქარობს თავისი ფასეულობის ჩვენებას

"ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ქართველმა თავდამსხმელმა მესამე შეხვედრა „ლე მანთან“ ჩაატარა და ისევ გაუბედავად იასპარეზა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე ის პარიზული გუნდის შემტევებთან იერარქიულ საფეხურზე რჩება.

ხვიჩამ ვერ გაიტანა „ლე მანთან“ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი პირველი გოლი და მოგვიწევს დაველოდოთ, როდის იზეიმებს ამას. 7 ნომერი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი
იყო და მას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ ამორფული პარტნიორები. „კვარას“ თითქმის ერთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ „პარკ დე პრენსზე“ დებიუტი დამაიმედებელი გახლდათ. „რეიმსთან“ მატჩის დაწყებამდე პუბლიკის წინაშე წარდგენილმა 70 მილიონ ევროდ შეძენილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უსმან დემბელეს გადამწყვეტი პასი გაუკეთა.

„მუშაობას გავაგრძელებ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო“, - თქვა მაშინ „კვარამ“ და აღიარა, რომ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ პიკზე არ იმყოფება. „მარი მარვინგტზე“ შედარებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, ლუკა ერნანდესთან და სენი მეილიუსთან ერთიერთმოქმედებით მარცხენა ფლანგიდან თამაშის გამწვავების მრავალი მცდელობა ჰქონდა. ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლის ძლიერი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა. იქამდე მეილიუ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა და პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმოში ისევ დაკარგა ბურთი.

კვარაცხელიას ასეთი მოკრძალებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია ლუის ენრიკემ ის მოიერიშეთა შორის მოწინავეთა შორის დააყენოს, რამეთუ პარიზელთა თავდამსხმელებმა აჩვენეს, რომ უკანასკნელ ხანს შესანიშნავად ირჯებიან. ზედიზედ ორ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი დემბელე შეუცვლელია.

„ძალიან არაპროგნოზირებადია, ერთი ერთზე თამაში ეხერხება და მისი შეჩერება რთულია“, - გვითხრა „კვარას“ შესახებ ოლივიე ჟირუმ. „ლე მანთან“ ხვიჩამ თავისი იმიჯი ვერ დაადასტურა, ბონუსების გარეშე 70 მილიონად შეძენილი ფასეულობის წარმოჩენას არ ჩქარობს. თუმცა, კლუბში ყველამ იცის, რომ ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში ადაპტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება“.

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ისევ გაუბედავად იასპარეზა"-ო,მართალია გამბედაობა აკლია,ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში,მაგრამ ორი საგოლე პასი მაინც გაკეთა.ერთი მაინც რომ გაეტანათ მის პარტნიორებს,სულ სხვა შეფასება ექნებოდა.ჯერ დაბნეულლი ჩანს ცოტა,დრო უნდა და ათამაშდება,ფსიქოლოგიური წნეხიც აქვს,არ უნდა შერცხვეს და ფრთხილობს.რაც უფრო თამამად აიღებს თავის თავზე თამაშს,მით უკეთესი შედეგი ექნება.
მირო
22:01 05-02-2025
0
როგორც ჯან ლუიჯი დონა რუმამ ილაპარაკა,"ხვიჩა გუნდში კლასით ყველას აღემატება!ეს ვარჯიშებზე ცხადად ჩანს!"
სოსო
21:49 05-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული