ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?

AutoSharing Option
cittadellaspezia.com-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ 24 წლის ირაკლი შეყილაძემ "სპეციას" რიგებში ამხანაგურ მატჩებში თავი გამოიჩინა, კლუბი მას იჯარით გაშვებას უპირებს.

"სპეცია" კვლავ აქტიურად ცდილობს ალბერტო ჯილარდინოს აყვანას, ხოლო ანტონიო პიკოლოს შესაძლო დარჩენა კი იმის ნიშანია, რომ გიასი და შეყილაძე ერთ სეზონს იჯარით ლეგაპროს გუნდებში გაატარებენ. ქართველი ფორვარდის შემთხვევაში დასახელდა კლუბიც - "ლუკეზე", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შეყილაძე "ტუტოკუოიოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა სერია B-ს "სპეციაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული