29 წლის მაისურაძე კვიპროსულ "ერმისში" თამაშობდა, საიდანაც "პანიონიოსში" გადავიდა, მაგრამ რატომღაც ეს კლუბი მალევე დატოვა და უნგრეთში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ "ბალმაზივაროშის" შემადგენლობაში უკვე თამაშობს ერთი ქართველი, ბაჩანა არაბული, რომელმაც სადებიუტო გოლის გატანა უკვე მოასწრო.
"კერკიდას" ინფორმაციით, მაისურაძისა და "პანიონიოსის" ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზის გამო არ შედგა.