ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: წარუმატებელი დღე ქართველებისთვის

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ორი ქართველის გუნდებმა ითამაშეს და ორივემ - წარუმატებლად.

ვაკო გვილიას ბატე-მ შინ 2:1 მოუგო პრაღის "სლავიას", მაგრამ მაინც გამოეთიშა ტურნირს, რაკი პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული. გვილია თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.

ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" გასვლაზე 1:4 წააგო დანიურ "კოპენჰაგენთან". პირველი მატჩი მაკედონიის ჩემპიონმა 1:0 მოიგო. რაც შეეხება ჯიღაურს, ის მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დზველი დიზაინი ჯობდა
butxa
21:13 03-08-2017
0
ძველი დიზაინი დააბრუნეთ თუ შეიძლება ბევრად კარგი იყო!
kika
14:18 03-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული