გიორგი ლორიამ გერმანულ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიამ გერმანულ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა და შაბათს სამარაში ჩავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ გერმანიაში ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გუნდის სეზონისწინა სამზადისი გააცდინა.

გიორგი ლორიას რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითებულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ითამაშებს თუ არა ამ სეზონში "კრილიას" მაისურით, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული